დავეხმაროთ სახის კანს ზამთარში - კვირის პალიტრა

დავეხმაროთ სახის კანს ზამთარში

იმისთვის, რომ სახის კანმა ზამთრის სიცივეს გაუძლოს და არ გამოშრეს, საჭიროა მიიღოთ ვიტამინების კომპლექსი, რომელიც შეიცავს A და E ვიტამინებს. პირველი

მკვრივებს სახის კანს, მეორე კი ხელს უწყობს მის ელასტიკურობას. ვიტამინები შეიძლება მიიღოთ საკვებიდანაც. A ვიტამინს შეიცავს რძის პროდუქტები, ღვიძლი, თირკმლები, თევზის ქონი, ფერადი და მწვანე ბოსტნეული; E ვიტამინი უხვადაა ნიგოზში, მცენარეულ ზეთში.

გარდა ამისა, ზამთარში შეიძლება გამოიყენოთ სახის კანის დამატენიანებელი ნიღბები:

- 2 ს/კ შვრიის ბურბუშელას დაასხით 1/3 ჩ/ჭ ცხელი რძე. ფაფა წაისვით სახესა და კისერზე. ჩამოიბანეთ 15-20 წუთის შემდეგ.

- 2 ს/კ თაფლს დაამატეთ 2 ს/კ ხორბლის ფქვილი (გარდა ამისა, ცხიმიანი კანისთვის - 1 კვერცხის ცილა, მშრალი კანისთვის - გული). ეს მასა დაიდეთ სახეზე, შეიშრეთ და ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ ცივი წყლით (არ არის რეკომენდებული ალერგიისა და სისხლძარღვების გაგანიერებისას).

- 1/4 ბანანს შეათქვიფეთ 0,5 კოვზი მკვებავი კრემი, 3-3 წვეთი ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

- ნახევარ-ნახევარ გახეხილ ვაშლსა და 1/2 სტაფილოს შეათქვიფეთ 1 ს/კ ხაჭო და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.