7 ვარჯიში ბავშვის ყურადღებისა და სიბეჯითის განსავითარებლად
31-08-2015
7 ვარჯიში ბავშვის ყურადღებისა და სიბეჯითის განსავითარებლად
გაფანტულობა და უყურადღებობა მრავალი ადამიანის ნაკლია, რომ არაფერი ვთქვათ ბავშვებზე!

დაწყებითი კლასის ბავშვს არ შეუძლია კონცენტრირება გაკვეთილზე და ღრუბლებში დაფრინავს, მას ამართლებენ ასაკის გამო, რასაც ვერ ვიტყვით უფროსკლასელებზე. საბედნიეროდ, ყურადღებიანობა არ არის ის თვისება, რაც დაბადებიდან დაჰყვება ბავშვს, სამაგიეროდ, შეიძლება ადვილად გამოუმუშავდეს რამდენიმე სპეციალური ვარჯიშით. თუ ხედავთ, რომ თქვენი პატარა ბოლო დროს ძალიან გაფანტულია, მიაქციეთ ყურადღება. ათამაშეთ ეს თამაში-ვარჯიშები. ბავშვი ამას აღიქვამს, როგორც მორიგ თამაშს. შეგიძლიათ, სხვა მშობლები და ბავშვებიც
შემოიერთოთ - უფრო იხალისებთ. დადებითი ემოცია გარანტირებული ექნება თითოეულ მონაწილეს. მაშ ასე, ვიწყებთ!

ვარჯიში 1. ზარები

დარეკეთ ზარი და სთხოვეთ ბავშვებს, მოუსმინონ ზარის ვიბრაციას. უთხარით, რომ უხმოდ ასწიონ ხელები მაღლა მაშინ, როდესაც ზარის ხმა შეწყდება. მას შემდეგ, როდესაც ადვილ დავალებას შეასრულებენ, სთხოვეთ, გაჩუმდნენ 1 წუთის
განმავლობაში და მოუსმინონ სხვა ხმებს.­ ამის შემდეგ მიდით თითოეულთან და სთხოვეთ, მოგიყვეთ, თუ რა ხმები ესმოდათ ზარის შემდეგ. ეს ვარჯიში ავითარებს მეტყველებას, აღქმას და ყურადღებას.

ვარჯიში 2. სუნთქვა

დაურიგეთ თითოეულ ბავშვს პატარა სათამაშოები და თუ ოთახის ფართობი გაძლევთ საშუალებას, სთხოვეთ, დაწვნენ იატაკზე. თითოეულს თითო სათამაშო დაადეთ მუცელზე. უთხარით, ისუნთქონ სიჩუმეში ერთი წუთის განმავლობაში ისე, რომ ყურადღება მიაქციონ სათამაშოს, რომელიც ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას იმოძრავებს ზევით-ქვევით, ასევე ყურადღება გაამახვილონ სხვა შეგრძნებებზეც. სთხოვეთ, წარმოიდგინონ, რომ ყველა უსიამოვნო აზრი გადაიქცევა საპნის ბუშტებად და გაფრინდება მაღლა და მაღლა. მედიტაციური სუნთქვა ბავშვებს უფრო კეთილებს, მშვიდებსა და მეგობრულებს ხდის. ასეთი თამაშები მიახვედრებს, რომ სულაც არ არის აუცილებელი, თამაში ხმაურიანი იყოს.

ვარჯიში 3. მედიტაცია

სანამ ბავშვები იატაკზე წვანან, სთხოვეთ, დახუჭონ თვალები და ძლიერად დაჭიმონ ყველა კუნთი. უთხარით, რომ მომუჭონ ხელებისა და ფეხების თითები. ასეთ პოზაში გაჩერდნენ მანამ, სანამ შეეძლებათ, ამის შემდეგ კი ღრმად ამოისუნთქონ და მთლიანად მოეშვან.

ვარჯიში 4. სუნი

დაურიგეთ თითოეულ ბავშვს რაიმე ნივთი ნატურალური არომატით: მაგალითად, ფიჭვის წიწვი, ფორთოხლის კანი, ლიმონის ცედრა... სთხოვეთ, დახუჭოს თვალები და შეისუნთქოს არომატი, კონცენტრირება მოახდინოს მხოლოდ მასზე. ეს ვარჯიში ზემოქმედებს ტვინზე, აუმჯობესებს მეხსიერებას, ახდენს ყურადღების კონცენტრირებას.

ვარჯიში 5. შეხება

მოამზადეთ სხვადასხვა ზომისა და ფორმის რამდენიმე ნივთი. ეს შეიძლება იყოს ღილი, რბილი სათამაშოები, ბურთები და სხვა. სთხოვეთ ბავშვს, თვალდახუჭულმა ყუთიდან ან ნაჭრის ტომსიკიდან ამოი­ღოს ნივთი, შეხებით დაახასიათოს და ამოიცნოს. ეს ვარჯიში სასარგებლოა არა მხოლოდ ბავშვებისათვის, არამედ უფროსებისათვისაც.

ვარჯიში 6. გულისცემა

სთხოვეთ ბავშვებს, იხტუნონ ერთი წუთის განმავლობაში, ამის შემდეგ უთხარით დასხდნენ და ხელები გულმკერდზე დაიდონ. თვალდახუჭულებმა მოუსმინონ თავიანთ გულისცემას, სუნთქვას. სთხოვეთ აღწერონ, თუ რას გრძნობენ საკუთარ სხეულში.

ვარჯიში 7. გრძნობა

ამ ვარჯიშს შეიძლება დავარქვათ: `მოდით, ვილაპარაკოთ გრძნობებზე~. დასხდნენ ბავშვები მოხერხებულად და მოჰყვნენ თავიანთ გრძნობებზე. თუ შეატყობთ, რომ რომელიმე ბავშვი რაიმით შეწუხებულია ან რაიმეს განიცდის, შეახსენეთ, რომ მას ყოველთვის შეუძლია თავისი ნეგატიური შეგრძნებების საპნის ბუშტებად გადაქცევა მედიტაციის გზით. ზოგიერთ ბავშვს ესაჭიროება არა მარტო მშობლის, არამედ ფსიქოლოგის დახმარებაც. ყველა ჩვენი კომპლექსის სათავე ბავშვობაშია. მიეცით უფლება თქვენს შვილს, გაიზარდოს ჰარმონიულ პიროვნებად!

ermak
01 სექტემბერი 2015 15:35
რა მედიტაცია რის მედიტაცია!!!!!!!!!!!!

რედაქტორის რჩევით