ზოგიერთმა პროდუქტმა შეიძლება თირკმლები დააზიანოს
31-08-2015
ზოგიერთმა პროდუქტმა შეიძლება თირკმლები დააზიანოს
რძისა და მარცვლოვან პროდუქტებში ხელოვნურად დამატებული ფოსფატები (ფოსფორის მჟავას მარილები) სისხლში ზრდის ფოსფორის დონეს.

ამასთან, ბუნებრივ ფოსფატებთან შედარებით, ეფექტი უფრო ძლიერია, რაც თირკმლებისთვის დატვირთვას წარმოადგენს.

ფოსფორი მნიშვნელოვანი ელე­­­­მენტია, რადგანაც ის დნმ-ისა და რნმ-ის საფუძვლის ფორმირებაში მონაწილეობს, თუმცა რაციონში ფოსფორის სიჭარბე იწვევს სისხლძარღვების ელასტიკურობის დაქვეითებას, გულის გადიდებასა და ძვლების დაზიანებას.

ფოსფორის დონის მომატება საშიშია პრობლემური თირკმლების მქონე პაციენტებისათვის, თუმცა ამან შეიძლება ჯანმრთელ ადამიანებსაც მოუტანოს ზიანი.
მოტანილი დასკვნები გაკეთდა 2003-2006 წლის პაციენტთა
სამედიცინო ჩანაწერების ანალიზის საფუძველზე. მეცნიერებმა შეისწავლეს ადამიანების რაციონი და სისხლის შემადგენლობა. აღინიშნა ფოსფორის დონის მკვეთრი მომატება იმ ადამიანებში, ვინც აქტიურად მოიხმარდნენ ფოსფორდამატებული რძისა და მარცვლოვან პროდუქტებს, ამასთან თირკმლების მდგომარეობა პირდაპირპროპორციული იყო ფოსფორის კონცენტრაციასთან.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით