ისპანახი - სიმსუქნის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ისპანახი - სიმსუქნის წინააღმდეგ

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისპანახის შემადგენელი სტრუქტურები ხელს უწყობს სხეულის მასის დაქვეითებას.

მათ შორისაა ტილაკოიდები, რომლებიც ქლოროპლასტების სტრომაში განთავსებული მემბრანით შემოსაზღვრული სტრუქტურებია. ისინი აყოვნებს საკვების მონელების პროცესს და ხელს უწყობს "დანაყრების ჰორმონთა" გამომუშავებას ნაწლავებში.

ფოთლოვანი ბოსტნეულიდან ტილაკოიდები ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ისპანახშია. ისინი აფერხებენ ნაწლავებში ცხიმის მონელებას. როდესაც საკვები ხვდება ნაწლავის დისტალურ (ბოლო) ნაწილში, იწყება "დანაყრების ჰორმონთა" გამომუშავება. გამოყოფილ ჰორმონთა წყალობით დანაყრების შეგრძნებაზე ნიშანი ტვინს გადაეცემა. გადამუშავებული პროდუქტები მხოლოდ ნაწლავის საწყის (ზედა) ნაწილზე ზემოქმედებს, შესაბამისად, "დანაყრების ჰორმონთა" გამომუშავებას ვერ უზრუნველყოფს. ტილაკოიდები კი ყოველივე ამას ცვლის.

ექსპერიმენტში მონაწილე პირები, რომლებიც იღებდნენ ტილაკოიდებს, ნაკლებად გრძნობდნენ შიმშილს და დღის განმავლობაში უფრო ნაკლებ სასუსნავს ეტანებოდნენ.

ტილაკოიდები შეიცავს სხვადასხვა სუბსტანციას - ცილებს, A, K, E ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს, ბეტა-კაროტინს, ლუთეინს, გალაქტოლიპიდებს.