გააკონტროლეთ შვილის სიმაღლე
14-09-2015
გააკონტროლეთ შვილის სიმაღლე
სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ბავშვი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შემდგომ - დაბადებიდან ერთ წელიწადში 20-25 სმ-ს იმატებს.

სიმაღლის ასაკობ­რივი ცხრილები, რომ­ლებსაც სხვადასხვა ქვეყ­ნის სპეციალისტები გვთავაზობენ, აბსოლუტურად ზუსტი არ არის. თუმცა, როგორც ორიენტირი, ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ.

ბავშვი თვეში ერთხელ გაზომეთ და გრაფიკი შეადგინეთ. თუ ზრდის შეფერხება დააფიქსირეთ, ექიმს მიმართეთ - ეს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემის ბრალი იყოს.

დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში ბავშვი თვეში 2-4 სმ-ით იზრდება. შემდეგ ტემპი ოდნავ ეცემა. პატარა თანამიმდევრობით
კი არა, ნახტომებით იზრდება. რამდენიმე კვირა შეიძლება ერთი სიმაღლე შეინარჩუნოს და შემდეგ დღე-ღამის განმავლობაში მთელი სანტიმეტრით გაიზარდოს.

ყველა ბავშვი თავისი ინდივიდუალური გრაფიკით იზრდება. ხშირმა ავადმყოფობამ შეიძლება შეაფერხოს ზრდა. თუმცა ნუ ინერვიულებთ - პატარა გამოჯანმრთელდება და დაკარგულს აინაზღაურებს. ზრდის შეჩერების მიზეზი შეიძლება კუჭ-ნაწლავის დაავადებებიც გახდეს.
თუ
ბავშვი ძალიან პატარა დაიბადა და შემდეგ დაჩქარებული ტემპით იზრდება, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ოდნავ ნაადრევად გაჩნდა ან დედა დაბალი ჰყავს და მამა ძალიან მაღალი.

თუ ექიმი ბავშვის ზრდის პროცესში რაიმე საეჭვოს შენიშნავს, შეიძლება ენდოკრინოლოგთან გაგგზავნოთ. ამ დროს სპეციალისტებს სწორ დიაგნოსტირებაში თქვენს მიერ შედგენილი გრაფიკები ძალიან დაეხმარებათ. საჭიროების შემთხვევაში ექიმი მოგთხოვთ სისხლის ანალიზს ზრდის ჰორმონზე, შეამოწმებს ფარისებრ ჯირკვალს და ძვლების რენტგენოგრამას გადაიღებს. ყველა ეს გამოკვლევა ერთი წლის შემდეგ არის შესაძლებელი. თუ ზრდის ჰორმონის სიმცირე დაფიქსირდა, შესაძლოა, ამ ჰორმონის ინიექცია დაუნიშნონ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით