კუჭ-ნაწლავის დაავადებები
28-09-2015
კუჭ-ნაწლავის დაავადებები
კუჭ-ნაწლავის დაავადებები დღეს საკმაოდ გავრცელებულია. პრობლემა, რომელსაც საზოგადოება თითქმის ვერ უმკლავდება, ჩვენთვისაც საინტერესოა.

"კვირის პალიტრა" ესაუბრა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ გელა სულაბერიძეს:

- დღეისთვის კუჭ-ნაწლავის საკმაოდ ბევრი დაავადებაა გავრცელებული, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო ხანებში, XX საუკუნის მეორე ნახევარსა და 21-ე საუკუნეში ქრონიკული არაგადამდები დაავადებები გახშირდა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ნაწლავის დივერტიკულოზი. რაც შეეხება გასტრიტსა და წყლულს, ესეც საკმაოდ ხშირია.

გავრცელებულია B და C ვირუსული ჰეპატიტები, რომელიც წარმოადგენს ღვიძლის ქრონიკულ ანთებას და
იწვევს ციროზს.
ესენია ვირუსული ინფექციები და სისხლით გადადის, მაგრამ ნაწლავის დაავადებების ძირითადი მიზეზი არის არასწორი კვება, ამაში იგულისხმება როგორც კვებითი რეჟიმი, ასევე ცხოვრების არაბუნებრივი რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ სწრაფი კვების ობიექტები გვთავაზობენ საკვებს, სადაც არ არის ჯანსაღი პროდუქტი. რაფინირებული ნახშირწყლებითა და ცხიმებით გაჯერებული საკვები დაავადებების გახშირების
მიზეზია, ასევე მნიშვნელოვანია მცენარეული ბოჭკოების ნაკლებობა, რადგაც საკვები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად მივირთმევთ, არ შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს.

- რამდენად დიდ გავლენას ახდენს ნერვული სტრესი კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე?

- ყველა ორგანოთა სისტემას განაგებს ვეგეტატიური ნერვული სისტემა. მას მნიშვნელოვანი როლი აქვს, სტრესი და გადაღლილობა კუჭ-ნაწლავზეც აისახება, ამიტომ შემოვიდა ფენომენი - ჯანსაღი ცხოვრების წესი. დაძაბული ცხოვრების ტემპი არ არის მისაღები, რადგან აუცილებელია ნორმალური კვება, უნდა მივიღოთ ტრადიციული საკვები და მათ შორის მცენარეული საკვები, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ხინკალი მივირთვათ, ან ბევრი სანელებლებით და ბევრი მარილით მომზადებული კერძი, შეიძლება მოხარშული თევზისა და სხვა სასარგებლო ბოსტნეულის მიღება, რათა ორგანიზმში არ დაირღვეს ბალანსი.

ეკა გადახაბაძე
amuchi
29 ოქტომბერი 2015 18:57
აბსოლიტურად ამოიგე მენიუდან მარილი ზხიმიანი ცჰემზვარი. მიირტვიტ მოხარცჰული კერზები მჰლე ხორის კერზი ტევზეულობა ბოსტნეულიარ მიიკარიტ რზის ნაზარმი .ცჰეგიზლია ზოტა რაოდენობიტ უმარილო კველი აგრეტვე ბლომად ბოსტნეული და ხილი არავიტარი კოფე ჰა და კიმიური სასმელები მხოლოდ გამოხდილი ზკალი. და რაზ მტავარია კვირაცჰი ერტხელ სვიტ გადმოდუგებული ზკალი 24- ი საატის განმავლობაცჰო 4-ლ-ის ოდენობიტ ტუ მეტი უკეტესია.

გიორგი
01 ოქტომბერი 2015 10:43
ჩემი პრობლემა ვერაფრით ავსენით,რა მჭირს ვერცერთმა ექიმმა და გამოკვლევამ დაადგინა,არ ვიცი ვის მივმართო რომელ ექიმს,ნაწლავების ტკივილი მაქვს პერიოდულად,გამოკვლევებში ყველაფერი წესრიგშია,სად არ ვიყავი,რომელ კლინიკაში და რა არ გამოვიკვლიეთ,მაგრამ სულ ტყუილად.პერიოდულ დაავადებასაც ვარაუდობენ მაგრამ ვერ ამტკიცებენ,არის თუ არა.იქნებ ვინმე დამეხმაროს და სწორი გზა მაჩვენოს.

რედაქტორის რჩევით