პიტნა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ - კვირის პალიტრა

პიტნა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პიტნა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალო საშუალებად შეიძლება გამოვიყენოთ. ეს პრობლემა მოსახლეობის 20%-ს აწუხებს, აქედან 2/3 ქალია.

ადელაიდის უნივერსიტეტის მკვლევარების განმარტებით, პიტნა ააქტიურებს მსხვილ ნაწლავში "ტკივილსაწინააღმდეგო" არხს, აყუჩებს რა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთებით ტკივილს.

პიტნა დიდი ხანია ფართოდ გამოიყენება ნატურპათიაში, თუმცა აქამდე არ არსებობდა ის კლინიკური მონაცემები, რომელიც დაადგენდა, რატომ არის იგი ასე ეფექტიანი ტკივილგამაყუჩებელი. კვლევებმა აჩვენა, რომ პიტნა მოქმედებს გარკვეული არხის საშუალებით, რომელსაც თღPM8 ეწოდება. იგი ამცირებს ტკივილს ცხარე, მწარე საკვებით გააქტიურებულ მგრძნობიარე ბოჭკოებში. ეს არის პოტენციურად პირველი ნაბიჯი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ზოგად, ახალი ტიპის მკურნალობაში.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული მოშლილობაა, რომელიც იწვევს მუცლის არეში ტკივილს, შებერილობას, დიარეას ან ყაბზობას. ზოგს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი უვითარდება ცხიმიანი და ცხარე საკვების, ყავის ან ალკოჰოლის მიღების შემდეგ, თუმცა მიზეზები უფრო სერიოზულიც შეიძლება იყოს და უკავშირდებოდეს გადატანილ გასტროენტერიტს, საკვებისმიერ მოწამვლას, სტრესს, ანტიბიოტიკზე რეაქციას ან მემკვიდრულ ფაქტორს.