როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი ვირუსული ინფექციის დროს - კვირის პალიტრა

როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი ვირუსული ინფექციის დროს

გარდამავალ სეზონზე ვირუსული ინფექციები ძალიან ადვილად ერევა ბავშვის ორგანიზმს. ავადობებიც ამ პერიოდში ძალიან ხშირია. წარმოგიდგენთ 5 პროდუქტს, რომლებიც გამოჯანმრთელებაშიც დაგეხმარებათ და პროფილაქტიკისთვისაც სასარგებლოა. ეს მენიუ გამოდგება როგორც ბავშვის, ასევე დიდისთვის.

ყველაზე სასარგებლო კერძები გრიპისა და გაციების დროს

ბულიონი

ბულიონი არა მარტო ნოყიერი სადილია, ავადმყოფობის დროს ძალების აღდგენაც შეუძლია. როცა ბავშვს ჭამა ეზარება, მისი დალევა გაუადვილდება. ხორცის ნახარშში (გაფრთხილება: პირველი ნახარში უნდა გადაღვაროთ) შედის ნივთიერებები, რომლებიც ტოქსინებს გამოდევნის. ბულიონი ცხვირის სადინარების სტიმულირებასაც ახდენს, აფერხებს ანთებით პროცესს, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. ასე რომ, გრიპის დროს კვების რაციონში ბულიონის შეტანა აუცილებელია.

ხახვი

ეს ბოსტნეული გრიპისა და გაციების დროს გამოჯანმრთელებაში ეხმარება. გააჩნია ფიტონციდური, ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედება. ხახვის წვენი ლიმონის წვენში შერეული ცხვირ-ხახის ანთებისთვის შესანიშნავი საშუალებაა. პროფილაქტიკისათვის კი ყოველდღიურად მიეცით პატარა ნაჭერი უმი ხახვი. გაწურული ხახვიც შეიძლება, რომელსაც შაქრის სიროფით შეაზავებთ.

ნიორი

ნივრის ანტისეპტიკურ თვისებებზე ბევრი რამ არის ცნობილი. საკვებში რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ, განსაკუთრებით ვირუსების სეზონზე.

კოჭა

კოჭას ფესვის ნაყენი ორგანიზმს ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. ასევე ძალიან უხდება ანთებით პროცესებს, გამოჰყავს წიდები და ტოქსინები, წმენდს ორგანიზმს, სტიმულს აძლევს კუჭ-ნაწლავის და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.

ბალახეულის ჩაი

ბალახეულის ჩაის დალევა ვირუსის დროს ყოველთვის სასარგებლოა. პიტნა, მოცვი, ცაცხვი, ჟოლო, თავშავა თუ გვირილა ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაში დაეხმარება, აქვთ ანთების საწინააღმდეგო და ოფლმდენი ეფექტი. გაითვალისწინეთ, რაც მეტი ოფლი გამოიყოფა, მით უფრო მეტი სუფთა წყალი უნდა მიიღოთ შემდეგ.