ბანანისგან, შესაძლოა, ანტივირუსული მედიკამენტები შექმნან
23-11-2015
ბანანისგან, შესაძლოა, ანტივირუსული მედიკამენტები შექმნან
ბანანში აღმოჩენილი ნივთიერებები, შესაძლოა, მალე ვირუსების (აივ - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის), გრიპისა და C ჰეპატიტის გამომწვევთა ჩათვლით) საწინააღმდეგო პრეპარატების ძირითადი საფუძველი გახდეს.

საქმე ეხება კონკრეტულად ცილა "ბანანის ლექტინს"(BanLec), რომელიც ვირუსების გარშემო არსებული შაქრების მიერთებას ახდენს.
26-წევრიანი სამეცნიერო გუნდი (რომელშიც ერთიანდებიან გერმანიის, ირლანდიის, ბელგიის, კანადისა და აშშ-ის მკვლევრები) მრავალი წელია არკვევს, როგორ მოქმედებს BanLec ვირუსების წინააღმდეგ. მათ აღნიშნული ცილის სრულიად ახალი, უფრო მეტად სრულყოფილი ფორმაც კი შექმნეს.
საკუთრივ ცილა BanLec ხუთი
წლის წინ გამოყვეს ბანანიდან. იმ პერიოდშივე მეცნიერებმა ექსპერიმენტულად აჩვენეს, რომ ეს ცილა აფერხებს აივ-ის უჯრედში შეჭრას. თუმცა, ცილა ამ ეფექტთან ერთად ბევრი გვერდითი მოვლენის პროვოცირებას ახდენდა, რის გამოც მისი გამოყენება შეიზღუდა. მოგვიანებით მეცნიერებმა BanLec-ის ახალი ფორმა შექმნეს. მათ ცილის მოლეკულურ სტრუქტურაში მიაგნეს უბანს, რომელიც პასუხისმგებელია
გვერდით მოვლენებზე და ჩამოაშორეს ის. ახალი ცილა, რომელსაც H84თ ჰქვია, უფრო აქტიურად ებრძვის ვირუსებს და რაც მთავარია, გვერდით ეფექტებს­ ანთებისა და გაღიზიანების სახით არ ავლენს. ეს ცილა უკვე წარმატებით გამოსცადეს ვირთაგვებზე. მასზე მკვლევრები დიდ იმედს ამყარებენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით