ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

- სულ უმნიშვნელო თავის ტკივილის ან უსიამოვნო გუნება-განწყობილების დროს მაშინვე წამალს ნუ მიიღებთ. მართალია, შეუმჩნევლად, მაგრამ ის ორგანიზმს ასუსტებს და იმუნიტეტს აქვეითებს.

ზოგჯერ ორგანიზმის გასაჯანსაღებლად, დაავადებებისადმი მისი წინააღმდეგობის გასაძლიერებლად საკმარისია ფეხის ტერფების რეფლექსური ზონების მასაჟი, რომელიც ააქტიურებს ნერვულ რეფლექსებს და ორგანიზმის თვითრეგულაციის სისტემას. ეს პროცედურა, რომელიც ყველასთვის მისაწვდომია, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ყველა სისტემას და შინაგანი ორგანოების მუშაობას.

- ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ქალებს, რომლებსაც 5 საათზე ნაკლები სძინავთ, ხშირად აწუხებთ ჭარბი წონა და მაშინაც სუქდებიან, როცა არ ჭამენ.

აღმოჩნდა, რომ 70000 შუახნის ქალიდან, რომლებსაც 16 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, ვისაც ღამით 5 საათზე ნაკლები ეძინა, 32%-მა 15 კგ-ზე მეტი მოიმატა, ხოლო 15% - გასუქდა, თანაც იმ დროს, როდესაც ნაკლებს ჭამდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წონის მომატებას იწვევს გამოუძინებლობისას ნივთიერებათა ცვლის შესუსტება, რომლის დროსაც კალორიები ჩვეულებრივზე ნელა იწვის, რაშიც ხელს უწყობს ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის შემცირება. ე.ი. ადამიანი, რომელსაც ცოტა სძინავს, დღის განმავლობაში ნაკლებად მოძრაობს, კალორიებსაც ნაკლებს წვავს და წონაშიც იმატებსო, - მიაჩნიათ ექიმებს.

ცელებნიკი