ვაშლის სიკეთე - კვირის პალიტრა

ვაშლის სიკეთე

ცნობილია, რომ ვაშლი არა მარტო გემრიელი ხილია, არამედ წამალიც. ის სასარგებლოა როგორც ჯანმრთელი, ისე ავადმყოფი ადამიანისთვის, რადგანაც უხვად შეიცავს

რკინას. ექიმები უნიშნავენ მათ, ვისაც სისხლნაკლებობა აწუხებთ; რეკომენდებულია რევმატიზმით, ნიკრისის ქარით, ათეროსკლეროზით, ეგზემით, კანზე ალერგიული გამონაყარით დაავადებულთათვის. ვაშლი აუმჯობესებს მხედველობას და წმენდს სისხლს.

ეს ხილი შეიცავს 87% წყალს, ამიტომ ორგანიზმის ინტენსიური წმენდისთვის კვირაში ერთი დღე ვაშლის გამწმენდ დიეტას დაუთმეთ, რაც ძალიან ადვილია: უნდა ჭამოთ 1,5 კგ ახალი ან ღუმელში შემწვარი ვაშლი და დალიოთ 4 ჩ/ჭ უშაქრო ჩაი. ვაშლი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის ორგანიზმის დაბერებას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. ვისაც გონებრივი მუშაობა უწევს, ყოველდღე უნდა ჭამოს 3-4 ცალი ვაშლი.

ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან იყენებენ ვაშლის ძმარს კანის დაავადების სამკურნალოდ. გარდა ამისა, ის ხელს უშლის გასუქებას, აწესრიგებს ორგანიზმში ტუტე-მჟავურ ბალანსს, ხელს უწყობს ძალების აღდგენას.