ყველაზე გადამდები "ბატონები"
14-12-2015
ყველაზე გადამდები "ბატონები"
"წითელა შეიძლება აცრილ ადამიანსაც დაემართოს"

"თუ ადამიანი აცრილი არ არის, ეს დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს"



"წითელა მოზრდილებში განსაკუთრებით რთული ფორმით ვლინდება. მოგეხსენებათ, ხალხში მსგავს დაავადებებს "ბატონებს" ეძახიან და ამბობენ, "ბატონების" დროს არც ნემსის გაკეთებაა სასურველი და არც წამლის დალევაო. რისი გაკეთება ჯობია ამ დროს?" - გვეკითხება ერთ-ერთი მკითხველი. ამ რთული ინფექციური დაავადების შესახებ ექიმი-დერმატოლოგი ალექსანდრე თვალჭრელიძე­ გვიამბობს:

- "ბატონებს" ხალხი ინფექციურ დაავადებებს ეძახის. ყველა მათგანს განსხვავებული ნიშნები და თავისებურებები
ახასიათებს, საერთო მხოლოდ ინფექციური ხასიათია. ეს დაავადებები ადვილად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე. ეს ეხება წითელასაც. ვინც აცრილი არ არის და კონტაქტი აქვს დაავადებულთან, თვითონაც დაავადდება. თუ კონტაქტიდან ორი დღეა გასული, მაშინ აცრა დაგვიანებულია.

პაციენტი იზოლირებული უნ­და­ იყოს, რადგან
ვირუსი გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. არის შემთხვევები, როდესაც ვირუსი ვენტილაციის სისტემითაც კი ვრცელდება. გამოყრამდე პირველი სიმპტომები ჩნდება. ინფექცია გადამდები აღარ არის გამონაყარის გაჩენიდან მეხუთე დღეს და შემდგომ, თუმცა პაციენტთან კონტაქტში მყოფები 17 დღე მაინც უნდა იყონ კარანტინში. წითელას დროს კანზე გამონაყარი ერთიანდება, მერე კი, აქერცვლა იწყება და კანს ოდნავ მუქი შეფერილობა აქვს. წითელა იწყება ხველებით, მაღალი ტემპერატურით, წითელი თვალის სინდრომით ანუ ცრემლდენით, თვალების წვით და ტკივილით ძლიერ შუქზე. სანამ გამონაყარი გაჩნდება, ლოყების შიდა ზედაპირზე, საღეჭი კბილების გასწვრივ, თეთრი ლაქები ჩნდება. მესამე დღიდან ჩნდება წვრილი და უხვი გამონაყარი, რომელსაც გაერთიანება და მთელი კანის დაფარვა შეუძლია. გამონაყარი პირველად ყურის ნიჟარების უკან ჩნდება - სახეზე, კისერზე და თავის თმიან მიდამოში, მეორე დღეს გადადის სხეულსა და ხელების ზედა ნაწილზე, მესამე დღეს - ქვედა კიდურებზე და ხელების ზედა ნაწილში. მეოთხე დღიდან გამონაყარი ფერმკრთალდება და იმავე თანმიმდევრობით ქრება, როგორითაც გაჩნდა: ჯერ გაქრება სახეზე, მერე ტანზე, ხელებზე და ბოლოს ქვედა კიდურებზე.

- წითელა მოზრდილ ასაკში რამდენად საშიშია?

- თუ ადამიანი აცრილი არ არის, ეს დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს. თუ დიდი ხნის წინ აუცრეს და ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია, მაშინაც შეიძლება წითელა შეხვდეს. ზოგჯერ წითელა შეიძლება აცრილ ადამიანსაც დაემართოს, მაგრამ შედარებით იოლად გადაიტანოს. ეს დაავადება ბავშვების დიდ ნაწილს ემართება. პირველი სამი თვე ბავშვს დედის ანტისხეულები იცავს, მაგრამ შემდეგში ბავშვების ძირითადი ნაწილი ავადდება. პირველი აცრა 12-15 თვის ასაკში ტარდება, მეორე - 6 წლის ასაკში.

- რა გართულებები მოსდევს ინფექციას?
- ყველაზე ხშირი გართულება ფილტვების ანთებაა, შეიძლება გამოიწვიოს შიდა ყურის ანთება, სტომატიტი, მენინგიტი, კრუპი ანუ მოხრჩობის სინდრომი და ა.შ... პაციენტისთვის საჭიროა წოლითი რეჟიმი ჩაბნელებული ოთახში, რომ თვალები არ ეტკინოს. ანტიალერგიული პრეპარატები, ხოლო თვალებისთვის - ალბუციდის წვეთები. უფრო მეტად გართულების შემთხვევაში კი ანტიბიოტიკები და სიცხის დამწევი საშუალებები, მაგრამ ეს ექიმის პრეროგატივაა. ადრე, როდესაც მედიცინა თავის დონეზე არ იდგა, ხშირად ემართებოდათ სიბრმავე, სიყრუე, ტვინის უბნების დაზიანება და ა.შ...

- წითელა ყველაზე საშიში ვისთვისაა?
- განსაკუთრებით საშიშია წითელა ორსულობის დროს, რადგან შეიძლება ნაყოფი დაზიანდეს, თუმცა ეს ახლა იშვიათობაა, რადგან თითქმის ყველა ორსული აცრილია. არ არის მართალი, თითქოს წითელას, ან სხვა სახის "ბატონების" დროს ნემსის გაკეთება არ შეიძლებოდეს, თუ საჭირო გახდა, პაციენტს ნემსიც უნდა გაუკეთონ და სრულყოფილი დახმარებაც გაუწიონ. თუ მძიმე ფორმა არ არის, ზედმეტი წამლების მიღება აუცილებელი არ არის, მაგრამ ექიმის მეთვალყურეობა აუცილებელია. ამ დაავადებისთვის ორგანიზმის დასუსტებაც დამახასიათებელია: 3-4 თვე ადამიანს ძალიან დაბალი იმუნიტეტი აქვს და ადვილად ავადდება სხვა ინფექციებით, ამიტომ პაციენტი განკურნებიდან 3-4 თვე არ უნდა გაცივდეს, არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი სხვა დაავადებულებთან.

ონკოლოგიური ავადმყოფები, შიდსის და სხვა მძიმე დაავადების მქონე ადამიანები ძალიან ძნელად იტანენ წითელას, შეიძლება მათთვის ის სასიკვდილოც გამოდგეს. წითელას კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ ძალიან მძლავრ იმუნიტეტს ტოვებს და პაციენტი მეორედ აღარ ავადდება, თუ მისი ორგანიზმი ძალიან არ დასუსტდება. ორჯერ აცრა აუცილებელი ფაქტორია წითელასგან თავის დასაცავად, რადგან ხშირად ისეთები ავადდებიან, ვისაც მეორე აცრა არა აქვს გაკეთებული. საერთოდ, ყველა ინფექციური დაავადება დიდებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს. საბედნიეროდ, წითელა კანზე კვალს არ ტოვებს, განსხვავებით ჩუტყვავილასაგან, რომლისგანაც კანზე ღრმა ნაწიბურები რჩება.

ხათუნა ჩიგოგიძე
vai da vui Sens tavs tavchrelize!!
21 დეკემბერი 2015 03:30
ამ დაავადებების დროს საერთოდ არ შეიძლება მედიკამენტები, სიცხის დაწევა და ანტიბიოტიკი ხომ საერთოდ! ღმერთო ცემო რა უვიცი ექიმები ყავს ამ ქვეყანას.

საერთოდ აცრა რომ დიდი სისულელოეა და საერთოდ არაფრისაგან არ იცავს ეს უკვე მთელმა მსოფლიომ შეიგნო საქარტველოს გარდა!
hmmmm
21 დეკემბერი 2015 03:28
ჩემი შვილი გერმანიასი 2 წლამდე 22 აცრით აცრეს!! დრეს ის მძიმედაა დაავადებული!! აცრასი შემავალმა ალუმინის მარილებმა დამარეტა ტვინის ანთება და იმუნური სისტემა ისე აქვს განადგურებული, ყოველ თვეში სულ რაღაცა სურდო, ვურუსი და ყურის ანტება ჭირს!!

ძლიერ ალერგიებზე რომ არაფერი ვთქვა! ზაფხულში ბზიკმა უკბინა და ბავშვი ლამის მომიკვდა იმისთანა რეაქცია მიცა! 1 წლამდე არაფერი არ ჭირდა, ბოლოს რომ აცრეს ექვსმაგი აცრით პლუს სამმაგი "ცოცხალი "-ით "წიტელა, წითურა, ყბაყურა"-ს წინაარმდეგ, მერე 1 თვე სარეანიმაციოში იწვა!!!!!! ამაზე გამცემს ვინმე პასუხს????თან ეშმაკმა იცის საერთოდ ცხოვრებაში რომელიმე დაავადება საერტოდ თუ დაემართება!!

ყველაზე მთავარი ძლიერი იმუნური სისტემაა და ბავშვის ძუძუთუ კვება და არაფერიც არ დაემართება!!

ის რომ აცრილ ადამიანს ეს დაავადებები არ სეხვდება არის მითოსი და დიდი ტყუილი! პირიქით ,აცრაში შემავალი დანამატები იმუნურ სისტემას სასტიკად ასუსტებს და ატასნაირ დარღვევას იწვევს. თან ცოცხალი ვირუსით აცრილი პაციენტები თვითონ არიან ვირუსის გამვრცელებლები 20 დღუის განმავლობაში! 1 კვირის მერე ვირუსი პირის ღრუში ჯდება და სანამ სხეულიდან გამოიდევნება ნებისმიერს შეიძლება გადაედოს!

არ აცრათ ბავშვები არავითარ შემთხვევასი! ბილ გეიტსს ინდოელმა ექიმებმა სასამართლოში უჩივლეს ბავშვების ძალით აცრებით დახოცვის გამო!! ამ ტემაზე რატომ არაფერი იწერება??ტაშ-ფანდურა რომ გაიმართა ინდოეთში პოლიო დაამარცხესო, ტყუილიიი, პოლიო საერთოდ არ არსებობს!! პოლიო არის ამერიკასი "აღმოჩენილი" დაავადება, რომელიც დდტ-თი მოწამვლის შედეგია!

ანუ პოლიო არის შხამ-ქიმიკატების მოწამვლით გამოწვეული დამბლა!

ნუ ატყუებთ ხალხს! სწორად მკურნალობა ჭირდება ბატონებს და სულაც არ არის სასიში!პირიქით ვინც ბატონები მოიხადა საოცრად ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ!

რედაქტორის რჩევით