თევზის ქონი ცხიმოვან ჩანართებს შლის - კვირის პალიტრა

თევზის ქონი ცხიმოვან ჩანართებს შლის

თევზის ქონი სხეულის სილამაზის შესანარჩუნებელი საუცხოო საშუალებაა. ის ცხიმის დამგროვებელ უჯრედებს "ცხიმის დამწველებად" გარდაქმნის, რაც შუა ხანში ჭარბი წონისგან გათავისუფლების საწინდარია.

თევზის ქონი ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რეცეპტორებს, სიგნალებს გზავნის სიმპათიკური ნერვული სისტემით და "მომმარაგებელ" უჯრედებს ცხიმის გადამუშავებას აიძულებს. თეთრი ცხიმი გარდაიქმნება ყავისფრად, რომელიც სითბური ენერგიის გამოთავისუფლების მიზნით, შლის ცხიმოვან ჩანართებს. ცნობილია, რომ პატარა ბავშვებს ბევრი ყავისფერი ცხიმი აქვთ, მაგრამ ზრდასთან ერთად, მისი კონცენტრაცია ქვეითდება, რაც სიმსუქნის განვითარების რისკს ზრდის. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერები ალაპარაკდნენ ცხიმოვანი უჯრედების მესამე ტიპზე - ბაც ყავისფერ ცხიმებზე. ის ისევე მუშაობს, როგორც ყავისფერი და მისი კონცენტრაცია ასევე მცირდება მხოლოდ შუა ხანში. სპეციალისტებმა შეამოწმეს, შეიძლება თუ არა ბაცი ყავისფერი უჯრედების კონცენტრაციის გაზრდა რაციონის შეცვლით. ლაბორატორიული თაგვების ერთ ჯგუფს აჭმევდნენ ცხიმიან საკვებს, ხოლო მეორე ჯგუფის რაციონს დამატებული ჰქონდა თევზის ქონი. შედეგად, პირველთან შედარებით, მეორე ჯგუფის მღრღნელები 5-10%-ით ნაკლებად იმატებდნენ წონაში და 15-20%-ით ნაკლებად აღენიშნებოდათ ცხიმოვანი ჩანართები. სპეციალისტების აღმოჩენით, თეთრი ცხიმიდან ბაცი ყავისფერი უჯრედების ფორმირება მოხდა მაშინ, როდესაც გააქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა.