თევზის ქონი ცხიმოვან ჩანართებს შლის
11-01-2016
თევზის ქონი ცხიმოვან ჩანართებს შლის
თევზის ქონი სხეულის სილამაზის შესანარჩუნებელი საუცხოო საშუალებაა. ის ცხიმის დამგროვებელ უჯრედებს "ცხიმის დამწველებად" გარდაქმნის, რაც შუა ხანში ჭარბი წონისგან გათავისუფლების საწინდარია.

თევზის ქონი ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რეცეპტორებს, სიგნალებს გზავნის სიმპათიკური ნერვული სისტემით და "მომმარაგებელ" უჯრედებს ცხიმის გადამუშავებას აიძულებს. თეთრი ცხიმი გარდაიქმნება ყავისფრად, რომელიც სითბური ენერგიის გამოთავისუფლების მიზნით, შლის ცხიმოვან ჩანართებს. ცნობილია, რომ პატარა ბავშვებს ბევრი ყავისფერი ცხიმი აქვთ, მაგრამ ზრდასთან ერთად, მისი კონცენტრაცია ქვეითდება, რაც სიმსუქნის განვითარების რისკს ზრდის.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერები ალაპარაკდნენ ცხიმოვანი უჯრედების მესამე ტიპზე - ბაც ყავისფერ ცხიმებზე. ის ისევე მუშაობს, როგორც ყავისფერი და მისი კონცენტრაცია ასევე მცირდება მხოლოდ შუა ხანში. სპეციალისტებმა შეამოწმეს, შეიძლება თუ არა ბაცი ყავისფერი უჯრედების კონცენტრაციის გაზრდა რაციონის შეცვლით. ლაბორატორიული თაგვების ერთ ჯგუფს აჭმევდნენ
ცხიმიან საკვებს, ხოლო მეორე ჯგუფის რაციონს დამატებული ჰქონდა თევზის ქონი. შედეგად, პირველთან შედარებით, მეორე ჯგუფის მღრღნელები 5-10%-ით ნაკლებად იმატებდნენ წონაში და 15-20%-ით ნაკლებად აღენიშნებოდათ ცხიმოვანი ჩანართები. სპეციალისტების აღმოჩენით, თეთრი ცხიმიდან ბაცი ყავისფერი უჯრედების ფორმირება მოხდა მაშინ, როდესაც გააქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა.
TAMARI
18 თებერვალი 2016 23:16
ომეგა3 ასევე კარგია მხედველობისტვისს განსაკუტრებიტ ბავსვებისტვისს. ბავშვებსს ასევე მეხსიერების განვიტარებაში ეხმარება. ტუ მოზარდებც მიიღებენ მატი მხვედველობის უნარ დიდ სისწრაპიტ არ დაქვიტდება . საქმე ის არის რომ დზვირი ღირსს და ხარისხსაც გააცშნია არისს ისეტები რომ ტევზის გემომტელ დგე გდზმარავსს და არისს ისტიც რომელსაც გემოც არ აქვს ტევზის. ასეტი კი შედარბიტ დზვრია.
natia
10 თებერვალი 2016 14:47
omega3 dopelherci ikitxe aptiakshi
...
19 იანვარი 2016 18:47
Sad unda vihovo eg qoni me mawuxebs simsuqne minda rom daviklo maqvs sximebis dagroveba muselze

რედაქტორის რჩევით