ძაღლები ბავშვებს ალერგიული რეაქციებისგან იცავენ
01-02-2016
ძაღლები ბავშვებს ალერგიული რეაქციებისგან იცავენ
ბავშვები, რომლებსაც ძაღლებთან დაბადებიდანვე აქვთ კონტაქტი, ნაკლებად ავადდებიან ალერგიული პათოლოგიებით

- დაასკვნეს მიუნხენის ჰიგიენის ნაციონალური ცენტრის თანამშრომლებმა 3 ათასზე მეტი ბავშვის გამოკვლევის შედეგად. საკვლევ პირებზე დაკვირვება დაბადებისთანავე იწყებოდა და 6 წელი გრძელდებოდა. ბავშვების მშობლები რეგულარულად ავსებდნენ ანკეტას, რომელშიც მიუთითებდნენ, რამდენად ხშირი და მძიმე იყო ალერგიული რეაქციები, ასევე - ჰყავდათ თუ არა შინ ცხოველები. გარდა ამისა, მათი სახლის მტვერში რეგულარულად იზომებოდა ალერგენების შემცველობა. 6 წლის ასაკში კი ბავშვების სისხლში განსაზღვრავდნენ იმუნოგლობულინის
დონეს მტვრის, ტკიპებისა და სხვა ალერგენების მიმართ რეაქციების მარკერებით. გაირკვა, რომ ბავშვები, რომლებსაც ძაღლები ჰყავდათ, ნაკლებალერგიულნი იყვნენ. მკვლევართა ვარაუდით, ეს კანონზომიერება შესაძლოა განპირობებული იყოს ბავშვის იმუნური სისტემის ადრეული კონტაქტით შინაური ცხოველების თათებსა და ბეწვზე არსებულ ალერგენებთან.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით