მუსიკა, უპირველეს ყოვლისა - კვირის პალიტრა

მუსიკა, უპირველეს ყოვლისა

მუსიკა დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს გუნება-განწყობილებაზე. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, თუ რომელი კომპოზიტორის ნაწარმოები მოქმედებს ადამიანზე

სასიკეთოდ.

მუსიკა აწესრიგებს სუნთქვას, ხსნის კუნთების დაძაბულობას. მუსიკის სწორად შესარჩევად საჭიროა ყური მიუგდოთ ორგანიზმს, ის გიკარნახებთ როგორ მუსიკას მოუსმინოთ - მშვიდს, ხმაურიანს, ფოლკლორს თუ კლასიკურს...

ჩიტების ჭიკჭიკი, ზღვის ტალღების ხმაური, ფოთლების შრიალი ისეთსავე დადებით ემოციებს იწვევს, როგორსაც სიმღერა, მუსიკა. ასე რომ, ისეირნეთ და უსმინეთ ბუნების ხმიანობას...

სტრესისგან გაგათავისუფლებთ ნებისმიერ ინსტრუმენტზე თქვენ მიერ დაკრული მელოდია.

ასევე მოგიხსნით დაღლილობას და უგუნებობას ცეკვა, მოუსმინეთ მუსიკას ან თავად იმღერეთ აბაზანაშიც კი.

მაგრამ მუსიკის თერაპიის დროსაც საჭიროა "დოზირება" - ხმაურიანმა მუსიკამ შეიძლება უფრო გაგაღიზიანოთ.

მეცნიერებმა ცდებით დაამტკიცეს, რომ როდესაც თვალდახუჭული უსმენთ მშვიდ, მხიარულ ან ხალისიან მელოდიას, უფრო მშვიდდებით, გიუმჯობესდებათ აზროვნება, მეხსიერება, ათვისების უნარი, მოიხსნება დეპრესია, ხმაურიანი მუსიკის დროს კი ტვინი უფრო აღგზნებულია.