ჩვენი ფარი - კვირის პალიტრა

ჩვენი ფარი

ფარისებრი ჯირკვალი ჩვენს ენდოკრინულ ორკესტრში პირველი ვიოლინოა, რომლის დირიჟორიც ჰიპოფიზია. ამ პეპლის ფორმის ძალიან პატარა (18 მმ-მდე

მამაკაცებში, 25 მმ-მდე - ქალებში)  ჯირკვალს მეტად მნიშვნელოვანი როლი აკისრია - უშუალოდ სისხლში გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას - თირეიდულ ჰორმონს, რომელიც ააქტიურებს ყველა უჯრედში ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს გულის, თავის ტვინის, კუნთებისა და რეპროდუქციული სისტემის მუშაობას.

შესაბამისად, ფარისებრ ჯირკვალში წარმოქმნილი პრობლემები მთელ ორგანიზმზე მოქმედებს. შემოდგომით ფარისებრი ჯირკვალი "ზარმაცდება", ზამთარში კი "იძინებს" ხოლმე. ამიტომ უნდა დავეხმაროთ მას.

ფარისებრი ჯირკვლის ხუთი სიკეთე:

1. ვარჯიშის დროს კუნთებმა რომ დაუძაბავად იმუშაოს, ფარისებრი ჯირკვალი ააქტიურებს ორგანიზმის ენერგეტიკულ რეზერვს და იმუნიტეტს.

2. უყვარს ქარვა, რაც საუკუნეებით არის დადასტურებული. დღესაც მის სამკურნალოდ აქტიურად იყენებენ ქარვის მძივს.

3. არ უყვარს სტრესები, ნერვიულობა, განცდები, გადაღლილობა.

4. ხელს უწყობს სულისა და სხეულის ჰარმონიას. ორგანიზმში ის ყველაფერს აკონტროლებს, არეგულირებს ნერვული სისტემის, გულის, სისხლძარღვებისა და კუნთების მუშაობას, ეხმარება ორგანიზმს, შეეგუოს სტრესებსა და ამინდის ცვლილებას, აკონტროლებს ყველა სახის ნივთიერებათა ცვლას.

5. ზამთარში რომ სიცივე არაფრად მიგვაჩნია, თიროქსინის დიდი წყალობაა. დაზამთრებისთანავე "ცეცხლფარეში" ჰორმონი ზრდის  უჯრედების დამჟანგავი რეაქციის ინტენსივობას, რომლის დროსაც გამოიყოფა სითბო. ეს პროცესი რომ არ შეფერხდეს, საჭიროა იოდი და ამინომჟავა თიროზინი, რომელსაც მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტი და ზღვის წყალმცენარეები შეიცავს.