ექსპერტები დიეტების არაეფექტურობაზე საუბრობენ
15-02-2016
ექსპერტები დიეტების არაეფექტურობაზე საუბრობენ
ავსტრალიის დიეტოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, მოზრდილთა 54% უკმაყოფილოა საკუთარი სხეულის მასით, ამასთან, 13%-მდე ცხოვრების სხვადასხვა მომენტში იცავს დიეტას.

აღსანიშნავია, რომ დიეტების 95% არ მუშაობს. დიეტების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს თევზს, ხორცს, კენკრას, ნიგოზს. ზღუდავს მარცვლეულს, რძის პროდუქტებს, პარკოსნებს, შაქარსა და დამუშავებულ ცხიმებს. ამ დიეტების მომხრეების აზრით, კვების ეს რეჟიმი ეხმარება ადამიანს, დაამარცხოს მავნე პროდუქტებისადმი ლტოლვა, დაარეგულიროს ჰორმონული ფონი და გაიუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა ეს ჭეშმარიტებისგან შორსაა. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ სიმსუქნის ეპიდემიაში
დამნაშავეა თანამედროვე "დასავლური რაციონი (ცოტა ცხიმები, ბევრი ნახშირწყლები). მსგავსი დიეტა"ზრდის ინსულინის დონეს და აპროგრამებს ცხიმოვან უჯრედებს კალორიების მომარაგებაზე. სპეციალისტები გვირჩევენ, უარი ვთქვათ დიეტებზე და რაციონი ცოტათი შევცვალოთ. მთავარია ყურადღება მივაქციოთ ულუფის ზომას (შეიძლება გადავიდეთ პატარა ზომის თეფშებზე) და იმას, რომ ბოსტნეულმა თეფშის ნახევარი დაიკავოს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით