მალარიამ შეიძლება კიბოს დამარცხება შეძლოს - კვირის პალიტრა

მალარიამ შეიძლება კიბოს დამარცხება შეძლოს

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, ორსულებზე მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდისას, მოულოდნელად, კიბოს მკურნალობაში მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს.

ნახშირბადი, რომელსაც პლაცენტაში მალარიის პარაზიტი უერთდება, კიბოს უჯრედებში არსებული ნახშირბადის იდენტურია. პლაცენტაში სწრაფ ზრდაზე პასუხისმგებელია ნახშირბადი, რასაც კიბოს უჯრედებთანაც აკეთებს. როდესაც მალარიის პარაზიტი მიმართეს კიბოს უჯრედებზე, ის მაშინვე ნახშირბადისკენ გაემართა. მრავალრიცხოვანმა ტესტმა აჩვენა, რომ მალარიის ცილისა და ტოქსინის კომბინაციას შეუძლია შეუტიოს ყველა ტიპის სიმსივნის 90%-ზე მეტს. კომბინაცია გამოსცადეს თაგვებზე, რომელთაც გადაუნერგეს ადამიანის სიმსივნის სამი ტიპი. არაჰოჩკინის ლიმფომის დამუშავებისას სიმსივნის ზომა შემცირდა 3/4-ით, ხოლო პროსტატის სიმსივნე - კომბინაციის პირველი დოზის შეყვანიდან ერთი თვის შემდეგ საერთოდ გაუქრა 6 თაგვიდან 2-ს. ძვლის მეტასტაზური კიბოთი დაავადებული 6 თაგვიდან 5 ცოცხალი დარჩა 8 კვირის შემდეგ. საკონტროლო ჯგუფში არც ერთი თაგვი არ გადარჩენილა. რადგანაც ცილა ემაგრებოდა მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს, გამოდის, რომ იგი წერტილოვანი მოქმედებისაა, ხოლო ტოქსინი საკმაოდ ძლიერია კიბოს მოსაკლავად. ადამიანებზე კვლევა უახლოეს 4 წელიწადში უნდა დაიწყოს.