ხილ-ბოსტნეული - ერთგული "მეგობარი" - კვირის პალიტრა

ხილ-ბოსტნეული - ერთგული "მეგობარი"

ვისაც ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრება, საუკეთესო ფორმაში ყოფნა სურს, ყოველდღიურ რაციონში უნდა შეიტანოს ხილ-ბოსტნეული.

გარგარი (როგორც ახალი, ისე ჩირი) - მდიდარია ფოსფორითა და მაგნიუმით, ეხმარება ტვინს მუშაობაში. თუ ყოველდღე შეჭამთ 5 ც ჩირს ან ახალ გარგარს, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე კარგად იმოქმედებს.

შტოში - მდიდარია ჩ ვიტამინით, ამიტომაც სასარგებლოა გაციებისას. ამ კენკრის მორსი ხსნის დაღლილობას, აუჯობესებს შრომის უნარს.

ალუბალი - უჯრედისებისა და პექტინების წყალობით ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს და აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.

მაყვალი - სიცხისა და გადაღლილობის დროს აღადგენს ენერგიას.

ლეღვი - ძალიან სწრაფად ანაყრებს, აქვს მსუბუქი გამხსნელის თვისება.

ყურძენი - შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ანეიტრალებს კარიესის გამომწვევ ბაქტერიებს. მდიდარია გლუკოზით, აქრობს დაღლილობის შეგრძნებას.

ბროკოლი - მდიდარია ანტიოქსიდანტებით, უჯრედისებით,  ჩ ვიტამინითა და ფოლიუმმჟვათი.

პომიდორი და სხვა წითელი ფერის ბოსტნეული შეიცავს ანტიოქსიდანტ ლიკოპინს. ეს ნივთიერება ანელებს სიბერის პროცესს, არის ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების პროფილაქტიკური საშუალება.

გთავაზობთ კენკრის მარტივი საუზმის მომზადების რეცეპტს: 1 ს/კ მიუსლს, 5-6 ც ჟოლოს და იმავე რაოდენობის მოცვს დაამატეთ 50 გ ნატურალური იოგურტი, 1 ს/კ თაფლი, აურიეთ, ცოტა ხანს გააჩერეთ და საუზმეც მზად არის.

მოვუაროთ ფეხებს

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ფეხების ტკივილს მოგიხსნით მცენარეული აბაზანები. 2ს/კ ლავანდის ან გვირილის ყვავილებს დაასხით 1ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ და დაამატეთ თბილი წყალი. ფეხები ჩააწყვეთ და 15 წუთის შემდეგ ტკივილიც გაქრება.

ფეხების ოფლიანობის დროს 2ს/კ კოთხუჯის ფესვებს დაასხით 1ლ ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გაწურეთ და დაამატეთ თბილ წყალს. 15-20 წუთით ჩააწყვეთ ფეხები. არ შეიმშრალოთ.