გზა მონობიდან თავისუფლებისაკენ - კვირის პალიტრა

გზა მონობიდან თავისუფლებისაკენ

ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულთა

მკურნალობა და რეაბილიტაცია ისრაელში აპრობირებული მეთოდით

ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის პრობლემა საქართველოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ათასობით ადამიანია ნარკოტიკზე დამოკიდებული და მათ უმრავლესობას აქვს სურვილი განთავისუფლდეს ნარკოტიკისგან, მაგრამ ეს არ არის ადვილი. მიზნის მიღწევას ისიც ართულებს, რომ თვითონ პრობლემისადმი მიდგომაა არასწორი.

ნარკოტიკის მომხმარებლებს და მათ ახლობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ მხოლოდ "ლომკის" მოხსნა საკმარისია პრობლემის მოსაგვარებლად.

მართლაც, ფიზიკური დამოკიდებულებისგან განთავისუფლება ("ლომკის" მოხსნა) მკურნალობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ფსიქიკური დამოკიდებულების დაძლევა. ნარკომანიის მედიკამენტებით მკურნალობა მხოლოდ ორგანიზმს ათავისუფლებს.

პრობლემა კი ფსიქიკაშია. მაშინ, როცა ორგანიზმი "აღარ ითხოვს" ნარკოტიკს, ცნობიერება კიდევ დიდხანს ვერ ივიწყებს ნარკოტიკულ შეგრძნებებს. პერიოდულად თავს იჩენს მოუსვენრობა, შფოთვა, გაღიზიანებადობა, უგუნებობა. ამ მდგომარეობაში ბრუნდება ადამიანი ძველ გარემოში, სადაც თითქმის ყველაფერი ახსენებს ნარკოტიკს. მან კი უნდა მოახერხოს, შეცვალოს ცხოვრების წესი, ურთიერთობები, გაუმკლავდეს ცდუნებებს და ნარკოტიკისადმი ლტოლვას.

სწორედ ამიტომ არ არის საკმარისი მხოლოდ მედიკამენტებით მკურნალობა და ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა. წარმატებული მკურნალობისათვის საჭიროა სარეაბილიტაციო კურსი, რომლის მიზანია დაკარგული უნარ-ჩვევების, ფასეულობების, სოციალური კავშირების და დანგრეული ურთიერთობების აღდგენა. ეს ეხმარება ყოფილ მომხმარებელს, იცხოვროს ნარკოტიკების გარეშე.

კლინიკა "ბემონს" ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულთა მკურნალობის 15 წლიანი გამოცდილება გააჩნია. წელს გაფართოვდა პაციენტების მომსახურება - საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო ცენტრ "ენ-ბე-ა-კა"-სთან ერთად შემუშავდა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ერთობლივი პროგრამა.

Pპროგრამა მოიცავს ორ ეტაპს: პირველი ეტაპი გულისხმობს ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნას - დეტოქსიკაციას, ხოლო მეორე - სამედიცინო და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია კონსულტანტი, რომელმაც 8 წლის წინ დაძლია ნარკოტიკზე დამოკიდებულება და ისრაელის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში შეიძინა ნარკოტიკების მომხმარებლებთან კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება.

მკურნალობის დაწყებამდე ტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევები პაციენტის  ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შესასწავლად.

დეტოქსიკაციის ეტაპზე პაციენტს უტარდება მკურნალობა სტაციონარში. ყველა პაციენტისთვის დგება მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა. მკურნალობის პროცესში, ექიმთან ერთად, თავიდანვე ჩართული არიან ფსიქოლოგი და კონსულტანტი.

სამედიცინო და ფსიქოლო-გიური რეაბილიტაციის ეტაპი ტარდება ამბულატორიულად და გრძელდება 1-დან 3 თვემდე.

მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში პაციენტებს უტარდება ინდივიდუალური ფსიქოთერაპია, ფიზიოთერაპია ლაზერით, ტრანსკრანიალური ელექტროსტიმულატორით და ელექტროძილის აპარატით, მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა, კონსულტანტების თანხლებით დადიან  საცურაო აუზზე და ტრენაჟორებზე, უზრუნველყოფილი არიან სამჯერადი კვებით. პაციენტები სისტემატურად მონაწილეობენ საინფორმაციო და 12 ნაბიჯის პრინციპებზე დამყარებულ თვითდახმარების ჯგუფებში.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუშაობას პაციენტების ოჯახის წევრებთან, რადგან სასურველი შედეგის მიღწევაში მათი როლი ძალიან  მნიშვნელოვანია.

"ბემონში" მშვიდი და კეთილგანწყობილი ატმოსფეროა. კლინიკაში არის ორადგილიანი კომფორტული პალატები და ოთახები შეხვედრებისა და ჯგუფური მუშაობისათვის. ფსიქოლოგთან და კონსულტანტთან კონფიდენციალური საუბრებისათვის გამოყოფილია ინდივიდუალური მუშაობის კაბინეტები. პროცედურებისგან თავისუფალ დროს პაციენტებთან ერთად მუდმივად იმყოფებიან კონსულტანტები.

კლინიკა "ბემონისა" და საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო ცენტრის "ენ-ბე-ა-კა"-ს ერთობლივი ძალისხმევით დაინერგა ნარკოტიკზე დამოკიდებულთა მკურნალობა-რეაბილიტაციის ისეთი პროგრამა, როგორიც საქართველოში, ჯერ-ჯერობით, არ განხორციელებულა.

ნარკოტიკების ყოფილ მომხმარებელ კონსულტანტთან ურთიერთობა პაციენტებს უადვილებს სირთულეების გადალახვას, მისი გამოცდილება უძლიერებს რწმენას, რომ შესაძლებელია ამ პრობლემის დაძლევა და არსებობს გზა, რომელიც თავისუფლებასთან მიიყვანს. ჩვენთან შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ადამიანი დაუბრუნდეს ფხიზელ და ჯანსაღ ცხოვრებას. მთავარია თქვენი მონდომება! გადმოდგით ნაბიჯი!

თბილისი, ქავთარაძის 16,

DKC (ყოფილი მე-2 სამკურნალო კომბინატი),

ტელ: 18 60 60, 18 86 60, 877 77 52 46 R