ჰერპესს ეშინია c ვიტამინისა - კვირის პალიტრა

ჰერპესს ეშინია c ვიტამინისა

თუ ჰერპესის ვირუსი მოხვდა ორგანიზმში, სამუდამოდ იბუდებს და პირველი შესაძლებლობისთანავე იჩენს თავს. ჰერპესი ჩნდება ტუჩებზე, სხეულზე, პირის ღრუში, სასქესო ორგანოებსა და თვალებზე (შეუძლია დააზიანოს მხედველობა).

იმუნიტეტდასუსტებული ორგანიზმი ვერ უმკლავდება ნებისმიერ ცვლილებას - ფეხის დასველებას, უძილობას, სტრესს, გაცივებას და ტუჩებზე ჩნდება ჰერპესის ბუშტუკები. ჰერპესის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა კვებამ, გადაღლილობამ, მუდმივმა დიეტამ, სისტემატურად ფეხზე წახემსებამ.

ჰერპესი გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, კოცნით, ყოფითი კონტაქტებით. ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი "მწიფდება" 2-14 დღეში. თუ ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ, თავს ძალიან გვიან "გაამხელს", მაგრამ როცა ტუჩებზე გაჩენილი ჰერპესის ბუშტუკები 5-6 დღის მკურნალობის შემდეგ არ გაივლის, მიმართეთ ექიმს და ჩაიტაროთ ანტივირუსული თერაპია.

ჰერპესს მკურნალობენ ჰაერსაწინააღმდეგო პრეპარატებით ("აციკლოვირი", "ზოვირაქსი"). მკურნალობის დროს, როგორც უნდა გექავებოდეთ, ხელი არ მოიკიდოთ, რადგან შეიძლება დააინფიციროთ. პარალელურად უნდა მიიღოთ B ჯგუფის ვიტამინები და იმუნომოდულატორები ("ვიფერონი", "ციკლოვერონი").

ჰერპესს "ეშინია" ჩ ვიტამინისა, ამიტომ ყოველდღე მიიღეთ მისი შემცველი ხილი და ბოსტნეული: ლიმონი, ასკილი, ფორთოხალი, კივი, მანდარინი, შავი მოცხარი, მწვანე ხახვი, კომბოსტო, ნიორი.

ჰერპესის სამკურნალოდ გამოიყენება ფიტოთერაპიაც. ვირუს და ანთებსაწინააღმდეგო თვისებების მქონეა ბარამბო, სალბი, ნარგიზელა.

1. 2 ს/კ ბარამბო ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 45 წუთი, გაწურეთ და სვით დღე-ღამის განმავლობაში (კურსი 7-10 დღეა).

2. 2 ს/კ ძირტკბილას ნაყენი ისევე მზადდება როგორც ბარამბოსი, მაგრამ 1 ს/კ ნაყენი უნდა სვათ ყოველ 2 საათში ერთხელ (კურსი 10 დღეა).