სისხლდენის შემდეგ კოწახურს ვერაფერი შეედრება
25-04-2016
სისხლდენის შემდეგ კოწახურს ვერაფერი შეედრება
მშობიარობის ან ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ხშირია სისხლის დაკარგვით გამოწვეული სისუსტე. გირჩევთ, ასეთ დროს კოწახური დაიხმაროთ:

1 სადილის კოვზი კოწახურის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 10 მლ 40%-იანი სპირტი ან არაყი. დააყენეთ სითბოში 14 დღით, სანამ არ მიიღებთ გამჭვირვალე, ალუბლისფერ, არომატულ, ოდნავ მომჟავო სითხეს.

ეს ნაყენი უნდა მიიღოთ 2-3 კვირის განმავლობაში, 25-30 წვეთი დღეში 3-ჯერ.
მკურნალობის კურსს იმეორებენ 5-10-დღიანი შესვენების შემდეგ.

კარგია კოწახურის ფესვისა და ქერქის ნახარშიც:
10 გრამ ქერქსა და 15 გრამ
ფესვს უნდა დაასხათ 300 მლ ცივი წყალი და 30 წუთი ხარშოთ მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ გააცივოთ, გაწუროთ და საწყის მოცულობამდე შეავსოთ ადუღებული წყლით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით