რატომ წითლდება ადამიანი მღელვარების დროს
13-06-2016
რატომ წითლდება ადამიანი მღელვარების დროს
როცა ვღელავთ, გვეშინია ან გვრცხვენია, ვწითლდებით და ოფლი გვასხამს. როცა ასეთი რამ იშვიათად ხდება, ასატანია, მაგრამ თუ ადამიანი მეტისმეტად მგრძნობიარეა, ხშირმა მღელვარებამ, რომელსაც სიწითლე და ჭარბი ოფლიანობა სდევს თან, შესაძლოა ნევროზამდეც კი მიიყვანოს. მედიცინაში ამ მდგომარეობას ერითროფობია ეწოდება, რაც სიტყვასიტყვით სიწითლის შიშს ნიშნავს. დასავლეთში მას ბლაშინგ-სინდრომსაც უწოდებენ (Bლუსჰ ინგლისური სიტყვაა და გაწითლებას ნიშნავს).

სახის ამგვარი წამოწითლება დაკავშირებულია ნერვული სისტემის არასწორ მუშაობასთან. კერძოდ, ვეგეტაციური ნერვული სისტემა არასწორად რეაგირებს გარეგან გამღიზიანებლებზე. შედეგად
ადამიანი მცირედი მღელვარების დროსაც კი წითლდება. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რადგან არა მარტო ფიზიოლოგიური, არამედ სოციალური ხასიათიც აქვს და შესაძლოა, ადამიანი ნევროზამდე და დაპრესიამდეც კი მიიყვანოს. ერითროფობიის მქონე ადამიანები ვერ იკეთებენ კარიერას, რადგან ეშინიათ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისა, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა, - სხვაგვარად რომ ვთქვათ,
სოციოფობია ახასიათებთ და არცთუ იშვიათად, პირადი ცხოვრებაც მოუწყობელი აქვთ.

განასხვავებენ სამი სახის გაწითლებას:

1) ძლიერად გამოხატულ სიმორცხვეს;
2) კონფლიქტურ ფორმას (ერითროფობიის პრობლემა);
3) ფორმას, როცა სიწითლეს ოფლიანობაც სდევს თან.

რატომ ვითარდება ბლაშინგ-სინდრომი

ეს დღემდე უცნობია. ცნობილია, რომ ამ დროს ხდება სისხლძარღვების ანომალიური გაფართოება, რის გამოც სისხლი ძლიერ აწვება სახეს, თვით სისხლძარღვთა გაფართოების გამომწვევი მექანიზმი კი შესწავლის სტადიაშია. ერითროფობია თითქმის ყოველთვის ერწყმის სოციოფობიას ანუ საზოგადოებრივი აქტიურობის შიშს და ზოგჯერ სულ უბრალო, ყოფით საქმიანობას, მაგალითად, უცნობ გამყიდველთან რამის ყიდვას, გამოცდის ჩაბარებასაც კი შეუძლებელს ხდის. ქება თუ შენიშვნა ადამიანს აწითლებს, ზოგჯერ მეტყველების უნარსაც კი აკარგვინებს.

ერითროფობიის მკურნალობა ხდება ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის დახმარებით, სედაციური საშუალებების გამოყენებით. გარდა ამისა, ბლაშინგ-სინდრომის დროს ინიშნება ბ3 და ბ5 ვიტამინები, რადგან ისინი ამაგრებენ სისხლძარღვთა კედლებს. ბლაშინგ-სინდრომის დროს ძალზე ეფექტურია ოპერაციული მკურნალობა - იგი პაციენტთა 95%-ს შველის. ქირურგიული მკურნალობის მეთოდია ენდოსკოპიური სიმპათექტომია. ამ დროს სპობენ ნერვულ იმპულსთა გამტარ სიმპათიკურ ნერვულ ღეროებს. ავადმყოფი ოპერაციის მეორე დღესვე მიდის შინ. ბლაშინგ-სინდრომი ქრება.
Shorena
08 იანვარი 2018 03:18
Ra jdeba operacia?da romel klinikebshi ketdeba.
marina.gagnidze@gse.com.ge
13 ივლისი 2016 01:47
Vis mivmartot operaciis gaketeba to gvsurs Blashing sindromis dros. Gtxovt mogvawodot informacia
mogvawodot

რედაქტორის რჩევით