ხალხური მედიცინა გვთავაზობს
მარილების დაგროვების დროს:

- 25 გ კოწახურის ქერქს დაასხით 100 მლ 70%-იანი სპირტი. გააჩერეთ 10 დღე ბნელ ადგილას. მიიღეთ 30 წვეთი 3-ჯერ დღეში. ფეხმძიმეებმა ეს ნაყენი არ უნდა გამოიყენონ.

- 1ჩ/ჭ დაქუცმაცებულ წითელი მოცვის ფოთლებს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, 1 საათი გააჩერეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1-2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე. მარილებს შველის ასევე ნედლი მოცვი ან მოცვის მურაბა.

კბილის ტკივილის დროს:
1. 1 ს/კ სალბის ფოთლებს დაასხით 1
ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი, გაწურეთ და თბილი ნაყენი გამოივლეთ. პროცედურა გაიმეორეთ 3-5-ჯერ, 30 წუთის განმავლობაში.

ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ბეგქონდარას, მრავალძარღვას ან გვირილის ნაყენი
და გამოივლოთ თბილი.

2. 1 ს/კ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 15-20 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე; გააგრილეთ და გამოივლეთ.

3. ყინულის ნატეხი გაახვიეთ ქსოვილში და დაიდეთ ლოყაზე რამდენიმე წუთით. სიცივე ავიწროებს სისხლძარღვებს და ტკივილი ყუჩდება.

4. არ შეიძლება მტკივნეულ კბილზე სპირტიან ხსნარში ან ეთილის სპირტში დასველებული ბამბის ტამპონის დადება - ეს გამოიწვევს ღრძილების დამწვრობას.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები