ჯანმრთელობის საბადო - კვირის პალიტრა

ჯანმრთელობის საბადო

უძველესი დროიდან შავ ბოლოკს ბევრი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. ეს ბოსტნეული მდიდარია ეთერზეთებით, ვიტამინებით (განსაკუთრებით, C ვიტამინით),

უჯრედისებით, სხვადასხვა შაქრით, მცენარეული ფიტონციდებით, რომლებიც ებრძვიან ვირუსებსა და ბაქტერიებს, შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორსა და იოდს. ზამთარსა და გაზაფხულზე შავი ბოლოკი ავიტამინოზთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

ბოლოკის, სტაფილოსა და ჭარხლის სალათები შველის ანემიას. ეს ბოსტნეული აძლიერებს იმუნიტეტს, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ ქოლესტერინს, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვებზე, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ხელს უშლის სოკოსა და ბაქტერიების განვითარებას.

რადიკულიტისა და ნევრალგიის დროს გახეხილი შავი ბოლოკი მოათავსეთ ბამბის ქსოვილში, დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, ზემოდან დაიფინეთ თბილი შალი. როგორც კი წვას იგრძნობთ, მოიშორეთ და თბილად შეიხვიეთ.

ხველების დროს კარგად გარეცხილ ბოლოკს მოაჭერით თავი, გული ამოუღეთ, ჩაასხით შიგ თაფლი. გააჩერეთ რამდენიმე საათი. ე.წ. "ფინჯანში" დაგროვილი 1-2 ს/კ წვენი მიიღეთ 4-6-ჯერ დღეში. გაითვალისწინეთ, შავი ბოლოკი არარეკომენდებულია ღვიძლითა და გულით დაავადებულთათვის, ქრონიკული გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს.