მწვანე აფთიაქი - კვირის პალიტრა

მწვანე აფთიაქი

გარდა იმისა, რომ კრაზანას ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული, შემკვრელი და შარდმდენი თვისებები აქვს, ასტიმულირებს კანის რეგენერაციას. მას უნიშნავენ

ქრონიკული გასტრიტის, მწვავე კოლიტის, ნაღველკენჭოვანი და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. კრაზანას ნაყენი რეკომენდებულია ღრძილების (პაროდონტიტის, სტომატიტის, გინგივიტის), ნევრალგიისა და მიოზიტის დაავადებისას.

კრაზანას ზეთი საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა ჭრილობების და გაცივების შემდეგ კანზე გამონაყარის, ასევე დამწვრობისა და ონკოდაავადების სამკურნალოდ.

ლკვლევებით დამტკიცდა, რომ შავი კვლიავი აღადგენს ჯანმრთელობას, აძლიერებს იმუნიტეტს, შრომისუნარიანობას, მატებს ორგანიზმს მხნეობასა და ენერგიას, საგრძნობლად ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.

კვლიავის ზეთი შეიცავს 100-ზე მეტ კომპონენტს (რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ შეუსწავლელია). მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შავი კვლიავი ასტიმულირებს ძვლის ტვინისა და იმუნური სისტემის უჯრედების გამომუშავებას.