რამდენად საშიშია სეზონური ვირუსები
07-11-2016
რამდენად საშიშია სეზონური ვირუსები
"ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს, თუმცა ანტიბიოტიკი ინიშნება, თუ ადამიანის ორგანიზმი დასუსტებულია
ან არსებობს ბაქტერიული გართულების საფრთხე"


ამინდის ცვლილებასთან ერთად თავი ისევ იჩინა სხვადასხვა ვირუსმა. სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვაც გაიზარდა. "კვირის პალიტრა" ინფექციური პათოლოგიის ცენტრის #1 ბოქსირებული განყოფილების გამგეს მარინა ენდელაძეს დაუკავშირდა:

- დღეს ენტეროვირუსთან ერთად, ყველაზე მეტად გავრცელებულია რინოვირუსი. უკვე ხშირად მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს. რაც უფრო აცივდება, ცხადია, მომართვაც გაიზრდება. პაციენტებში უპირატესად რინოვირუსებია დაფიქსირებული. მას ახასიათებს ცხვირიდან გამონადენი, მ
ართალია, მძიმე ინტოქსიკაციით არ ხასიათდება, მაგრამ თან ახლავს ყელის და თავის ტკივილიც.

- რით ხასიათდება ენტეროვირუსი?

- ენტეროვირუსებს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება აქვს. ის ორგანიზმში ცხვირ-ხახისა და წვრილი ნაწლავის ლორწოვანის საშუალებით ხვდება და სისხლის მეშვეობით ვრცელდება. იწვევს ნაწლავის აშლილობას, რომელსაც კუნთების ტკივილი ახლავს თან. ის შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის სახით,
ასევე ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები.

- ვირუსები რამდენად მოქმედებს ადამიანის წნევასა და ტემპერატურაზე?

- ყველა დაავადება მოქმედებს ადამიანის წნევაზე, მაგრამ ვირუსულ ინფექციებს განსაკუთრებული მახასიათებლები არა აქვს. შესაძლოა, ვირუსულ ფონზე სხვა დაავადება გამწვავდეს ან ტოქსიკური შოკი გამოიწვიოს, რასაც სიცხის მატებასთან ერთად წნევის შეცვლაც მოჰყვეს.

- რამდენად სწორია ენტეროვირუსის დროს ანტიბიოტიკის მიღება?

- ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს, თუმცა ანტიბიოტიკი ინიშნება, თუ ადამიანის ორგანიზმი დასუსტებულია ან არსებობს ბაქტერიული გართულების საფრთხე. ენტეროვირუსების მკურნალობის მთავარი მიზანია, ორგანიზმში აღდგეს დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების რაოდენობა.

- როგორ უნდა დავიცვათ თავი?

- აუცილებელია, ავადმყოფი არ გამოცხადდეს სოციუმში, დაიცვას ჰიგიენა, სამწუხაროდ, ისევ პრობლემას წარმოადგენს ხელის დაბანა. ეს ინფექციები ჰაერ-წვეთოვანია და ამიტომ ადვილად ვრცელდება. კარგი იქნება, ბევრ სითხეს თუ მივიღებთ, ეს ორგანიზმისთვის აუცილებელია.

ეკა გადახაბაძე
Maka
28 ოქტომბერი 2017 00:32
Zalian didi madloba magram minda vicode riti avwio imuniteti bavshvebshi samedicino gzit torem ise xilit da sakvebit vcdilob winaswar tu sheizleba raime vitaminebi

რედაქტორის რჩევით