ჭორფლი კანის დეფექტი არ არის... - კვირის პალიტრა

ჭორფლი კანის დეფექტი არ არის...

ჭორფლი, კანის მოყვითალო-მოყავისფრო პიგმენტური ლაქები, თავს იჩენს 5-6 წლის ასაკში, ზოგჯერ გარდატეხის პერიოდში, გაზაფხულსა და ზაფხულში, მზის აქტიურობისას მისი რაოდენობა მატულობს.

დერმატოლოგებსა და კოსმეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ჭორფლი კანის დეფექტი არ არის, ის მომხიბვლელობას მატებს ადამიანს. თუმცა ბევრს არ მოსწონს და მის მოცილებას ცდილობს. გთავაზობთ რამდენიმე ნიღაბს. კანის ინდივიდუალური მგრძნობელობისა და თავისებურებებიდან გამომდინარე, შეიძლება ჭორფლი მთლიანად არ გაქრეს, მაგრამ გაფერმკრთალდება.

ხორცსაკეპში გატარებულ 30 ცალ კანგაცლილ ნუშს წვეთწვეთობით შეურიეთ 1ჩ/კ ცივი ანადუღარი წყალი და 5 გ თაფლი. წაისვით სახეზე (დღეში ერთხელ) და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

საშუალო ზომის ერთი კონა ოხრახუშის წვენს დაასხით იმდენივე ანადუღარი რძე. წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ერთმანეთს შეურიეთ თითო ჩ/კ თუთიის ჟანგი და თეთრი თიხა, ორ-ორი ჩ/კ 10%-იანი წყალბადის ზეჟანგი და ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე და მთელი დღე გაიჩერეთ.

ყოველდღე გაიწმინდეთ სახე ლიმონის ან კიტრის წვენით, ანდა პირი დაიბანეთ მჟავე რძით.

მზეზე დიდხანს ყოფნისას თუ ჭორფლმა გამოგაყარათ, დილა-საღამოს სახე გაიწმინდეთ ძმრის, ხახვისა და ლიმონის წვენის თანაბარი ნარევით.

50გ გახეხილ პირშუშხას დაამატეთ 250 გ სუფრის ძმარი, ჩაასხით ბოთლში და თავდახურული ორი კვირა გააჩერეთ ბნელ ადგილას. გადაწურეთ, დაამატეთ 0,5 ლ ცივი წყალი და დღეში 2-ჯერ წაისვით სახეზე.

სახის გასაწმენდი ლოსიონი: კარგად ათქვეფილ 1 კვერცხის ცილას@ დაამატეთ 1 ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ სუფთა გლიცერინი, 1/2 ჩ/ჭ ოდეკოლონი და წაისვით მშრალ კანზე.