"სასწრაფო დახმარება" სახის კანისთვის - კვირის პალიტრა

"სასწრაფო დახმარება" სახის კანისთვის

გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის ნიღბებს, რომლებიც შეგიძლიათ კვირის განმავლობაში დღეგამოშვებით გაიკეთოთ. ყველა ნიღბისთვის უნდა შეარჩიოთ

მწიფე და წვნიანი ნაყოფი და წაისვათ კარგად გაწმენდილ სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანოთ თბილი წყლით.

გოგრის ნიღაბი კვებავს სახის კანს, მატებს სიგლუვეს და ხავერდოვნებას. 2 ს/კ მოხარშულ გოგრის რბილობს შეურიეთ 1 ს/კ ზეითუნის ან სოიის ზეთი.

მატონიზებელი ნიღბებისთვის საუკეთესოა წვრილად გახეხილი გათლილი: ვაშლი, ბადრიჯანი, ყაბაყი. ეს ნიღბები არბილებს მშრალი სახის კანს.

გათლილი გახეხილი კომშის ნიღაბი ასწორებს ნაოჭებს, ავიწროებს ფორებს.

ლიმონისა და თაფლის ნიღაბი აახალგაზრდავებს სახის კანს. ნახევარი ლიმონის წვენს დაამატეთ 1ს/კ თაფლი (თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ამ ნიღბისგან თავი შეიკავეთ) და წაისვით სახეზე.