ვუმკურნალოთ პაროდონტიტს - კვირის პალიტრა

ვუმკურნალოთ პაროდონტიტს

პაროდონტიტი ღრძილებისა და კბილების საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რომ კბილების გახეხვისას ღრძილებიდან სისხლის დენა

კბილების სერიოზული პრობლემის ნიშანია, ამიტომ მაშინვე უნდა მივმართოთ სტომატოლოგს. მკურნალობის დროს მეტად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა. ექიმის დანიშნულ წამლებთან ერთად, შეიძლება გამოიყენოთ ხალხური საშუალებაც.

1ს/კ სოჭის წიწვებს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 1 საათი გააჩერეთ თავდახურული, გაწურეთ და 1/4 ჩ/ჭ ნაყენი მიიღეთ 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. იგივე ხსნარი გამოივლეთ პირში დილა-საღამოს.

ასევე დაგეხმარებათ მუხის ქერქისა და კოთხუჯის ნაყენი (აფთიაქებში იყიდება).