სიხარულისა და ენერგიის ელემენტი - კვირის პალიტრა

სიხარულისა და ენერგიის ელემენტი

კოსმეტოლოგები თუთიას, რომელიც რკინის შემდეგ ორგანიზმის ყველა უჯრედს ჰაერივით სჭირდება, "კოსმეტიკურ" მიკროელემენტს უწოდებენ, რადგან თმას მატებს

ბრწყინვალებას, კანს - ელასტიკურობას, სილამაზესა და სიმკვრივეს.

გარდა ამისა, ხელს უწყობს მხედველობისა და მეხსიერების შენარჩუნებას, ჭრილობების სწრაფად შეხორცებას, გონებრივ განვითარებას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, შველის დეპრესიას, აძლიერებს ორგანიზმს, იმუნიტეტს.

თუთიის დეფიციტი პირველ რიგში ვნებს ნერვულ სისტემას, იწვევს აპათიას და დეპრესიას, უარყოფითად მოქმედებს გრძნობათა ორგანოებზე - გემოსა და ყნოსვაზე; ხელს უშლის ღვიძლისა და ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ მუშაობას.

სახის მშრალი კანი, ქერტლი, ხშირი ინფექციური დაავადებები, მადის დაკარგვა - თუთიის ნაკლებობის ნიშანია. დღე-ღამეში ჩვენს ორგანიზმს სჭირდება 15-20 გ თუთია, ფეხმძიმეებს - 30 გ.

კოსმეტოლოგები და მედიკოსები გვირჩევენ, ყოველდღე მივირთვათ თუთიით მდიდარი ხილ-ბოსტნეული, ყველი, კვერცხი, მჭლე ხორცი, პარკოსანნი, მოლუსკები, დაღერღილი ხორბლის პური.