ლამბლიოზა - "ჭუჭყიანი ხელების" დაავადება - კვირის პალიტრა

ლამბლიოზა - "ჭუჭყიანი ხელების" დაავადება

ლამბლიოზით (ჭიებით) შეიძლება დაავადდეთ არა მარტო ჭუჭყიანი ხელებით, არამედ გაურეცხავი ხილ-ბოსტნეულით, ხელის ჩამორთმევით და ყოფითი საგნებითაც.

ლამბლიოზის მკურნალობა ძალიან იოლია, რადგან არსებობს უამრავი წამალი, რომელიც უნდა დაგინიშნოთ ექიმმა. გახსოვდეთ, ხელები ხშირად უნდა დაიბანოთ.

გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს:

1. 5 გ არყის კვირტებს დაასხით 1ჩ/ჭ წყალი, 15 წუთი ადუღეთ, გააჩერეთ 1 საათი და სვით ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსია 10 დღე. შეისვენეთ და 10 დღის შემდეგ გაიმეორეთ (სულ სამჯერ).

2. 20 გ არყის ხის ფოთლებს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5 საათი. მიიღეთ თითო ს/კ ნაყენი 2-ჯერ დღეში. ზუსტად იმდენჯერვე გაიმეორეთ, რამდენიც წინა რეცეპტით.