მიირთვით სალათები - კვირის პალიტრა

მიირთვით სალათები

ზაფხული მოდის და დროა, ვიზრუნოთ აღნაგობაზე - გადავიდეთ მსუბუქ და სასარგებლო საკვებზე.

იდეალურია სალათები, რომლებიც შეიცავენ ოპტიმალურად დაბალანსებულ ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს. თანაც, რახან ყველა კომპონენტი დაჭრილია, ორგანიზმი ენერგიის დაუკარგავად ადვილად და მთლიანად ითვისებს მას. სალათები მოხარშულიც კი ინარჩუნებს ვიტამინებს.

უჯრედისებით მდიდარი სალათები წმენდს ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინებისაგან.

თუ ყოველდღე მიირთმევთ სალათას, რამდენიმე კვირაში იგრძნობთ, რომ წონაში დაიკელით, კანი გახდა მკვრივი და გლუვი, დაგავიწყდებათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები. მაგალითად, ისპანახის, სტაფილოსა და მწვანე წიწაკის სალათა სწრაფად წმენდს ორგანიზმს წიდებისგან, ხოლო კიტრის, სტაფილოსა და ჭარხლისა - ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.

მწვანე კოქტეილი ასე მოამზადეთ: ნებისმიერი მწვანილი (ოხრახუში, კამა, ნიახური, ქინძი...) და ახალი კიტრი წვრილად დაჭერით, აურიეთ ხელით ან ბლენდერით და მიირთვით დღის განმავლობაში. ჭამიდან ჭამამდე შუალედში შეგიძლიათ დალიოთ უგაზო მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი.