ანგინა ინფექციური დაავადებაა - კვირის პალიტრა

ანგინა ინფექციური დაავადებაა

ანგინის მთავარი "მსხვერპლია" ნუშისებრი ჯირკვლები, რომლებსაც ევალებათ ორგანიზმის მიკრობებისგან დაცვა. ანგინა შეიძლება გამოიწვიოს

სტრეპტოკოკებმა, სტაფილოკოკებმა, ზოგიერთი სახის სოკომ, სხვადასხვა ტიპის ვირუსმა.

ზოგჯერ ანგინის მიზეზი შეიძლება გახდეს დაავადებული კბილები ან ყურები. ანგინის პირველი სიმპტომები დაინფიცირებიდან 1-2 დღის შემდეგ იჩენს თავს. ანგინა იწყება მძაფრი თავის ტკივილით, შემცივნებით, საერთო სისუსტით, სახსრების ტეხით, წყლის ჩაყლაპვისას ყელის ტკივილით, უმადობით, უძილობით, სიცხე იწევს 38-40 0ჩ-მდე. დაავადების მეორე-მესამე დღეს ავადმყოფს ყელის ტკივილის გამო არა მარტო წყლის ყლაპვა უძნელდება, არამედ ნერწყვისაც.

ანგინა ვერაგი დაავადებაა, თუ დროზე არ ვუმკურნალეთ, შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესად მძიმე გართულებები - სახსრების, გულისა და თირკმლების ანთება. ამიტომ მკურნალობა სწრაფად უნდა დავიწყოთ, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ძლიერი ანტიბიოტიკებიც კი ვერ უკლავდებიან. მაგალითად, ვირუსული დაავადების დროს ანტიბიოტიკები უძლურია. ანგინის დროს საჭიროა წოლითი რეჟიმი, ბევრი სითხის მიღება, სოდიანი და ბალახეული ნაყენების გამოვლება.

გახსოვდეთ! ანგინა გადამდებია. ამიტომ ავადმყოფი ოჯახის სხვა წევრებისგან იზოლირებული უნდა იყოს, გამოეყოს ცალკე ჭურჭელი, ხშირად განიავდეს ოთახი.