ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

კუჭის წყლულის დროს შეურიეთ ერთმანეთს თითო ჭიქა სტაფილოს და უმი ჭარხლის წვენი, 1 ს/კ ალოეს ნაყენი (ფოთოლი 3 წელზე მეტი ხნის უნდა

იყოს), 250 გ თაფლი, 2 ჭიქა ღვინო. ჩაასხით მუქი ფერის ჭურჭელში, 7 დღე გააჩერეთ ცივ და ბნელ ადგილას. მიიღეთ თითო ს/კ ნარევი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე. უნდა მიიღოთ 3 ლ, შეისვენოთ 20 დღე, გაიმეოროთ კურსი და ისევ შეისვენოთ. სულ სამი კურსია.

მშრალი ხველის დროს:

1. დაღეჭეთ 15 ცალი ფიჭვის წიწვი, წვენი გადაყლაპეთ, წიწვი კი გადმოყარეთ.

2. ჩაის კოვზით შაქარი გაადნეთ ცეცხლზე, როდესაც შაქარი თაფლისფერი გახდება, კოვზი ჩადეთ ცივ წყალში. შაქარი გამაგრდება კარამელივით. შეჭამეთ კარამელი და დააყოლეთ ტკბილი წყალი. ხველება გაგივლით.

ბრონქიტის დროს:

1. ემალის ჭურჭელში ჩაყარეთ 1ს/კ სალბი, დაასხით 1ჩ/ჭ რძე, თავდახურული დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. გააჩერეთ და თბილი ნაყენი მიიღეთ ძილის წინ.

2. 2 ს/კ ნაღების ახალ კარაქს დაამატეთ 2 კვერცხის გული, 1ს/კ პურის ფქვილი, 2 ჩ/კ თაფლი და კარგად აურიეთ. მიი=ღეთ 1 ს/კ დღეში 3-4-ჯერ.

მაღალი წნევის დროს: 2 ჩ/ჭ ჭარხლის წვენს დაამატეთ 1/5 ჩ/ჭ წითელი მოცხარის წვენი, 1 ჩ/ჭ არაყი, 250 გ თაფლი და 1 ცალი ლიმონის წვენი. მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

ჭიების სამკურნალო უსაფრთხო და ეფექტიანი წამალი: ნახევარ ბროწეულს (ქერქიანად) დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 5 წუთი ადუღეთ, 2 საათი გააჩერეთ. მიეცით პატარას რამდენიმე ყლუპი დღეში 3-4-ჯერ. ჭიების მოსასპობად 3-4 ჩ/ჭ საკმარისია.

გთავაზობთ მეჭეჭების სამკურნალო რამდენიმე ხალხურ რეცეპტს:

1. 2 ცალი ლიმონის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1/2 ჩ/ჭ 30%-იანი ძმარი, მჭიდროდ თავდახურული შეინახეთ 7-8 დღე, შემდეგ გადაწურეთ. ნაყენში დაასველეთ ბამბის ტამპონი და დღეში 3-4-ჯერ დაიდეთ მეჭეჭზე.

2. ლეღვის ქორფა ყლორტი გადატეხეთ, ყლორტიდან გამოსული რძე წაისვით მეჭეჭზე, გაიმეორეთ ერთი კვირა ყოველდღე.

3. მეჭეჭზე წაისვით ქრისტესისხლას გადატეხილი ღეროდან გამოსული წვენი.

4. დაქუცმაცებული ნივრის კბილი დაიდეთ მეჭეჭზე და დაიმაგრეთ. კანი რომ არ დაგეწვათ, 2 საათის შემდეგ მოიცილეთ.

თუმცა მედიკოსები გვირჩევენ, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მეჭეჭების მკურნალობისგან თავის შეკავებას (განსაკუთრებით ტუჩებსა და ქუთუთოებზე), რათა არ გამოიწვიოს გართულებები.