წურბლებით მკურნალობა - კვირის პალიტრა

წურბლებით მკურნალობა

უძველესი დროიდან იყენებენ ჰირუდოთერაპიას - წურბლებით მკურნალობას. ამ უცნაურ არსებებს 5 წყვილი თვალი და სამი ყბა აქვთ და თითოეული 32

კბილით არის აღჭურვილი. წურბლებით მკურნალობენ ჰაიმორიტს, უროლოგიურ, გინეკოლოგიურ, ნევროლოგიურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ვარიკოზს, ქრონიკულ ანთებებს, პროსტატიტს...

წურბლებს კოსმეტოლოგებიც იყენებენ - ის ხსნის კანის შეშუპებას, ასწორებს ნაოჭებს, ებრძვის ცელულიტს.

გარდა იმისა, რომ წურბლები "ცუდ" სისხლს წოვენ, ორგანიზმში შეყავთ ფერმენტები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, მათ შორის ყველაზე ძვირფასია ჰირუდინი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებასა და თრომბის წარმოქმნას. ამიტომაც მკურნალობენ წურბლებით თრომბოფლებიტს, ათეროსკლეროზს, გულის იშემიურ დაავადებასა და დიაბეტს.

წურბელას ნერწყვი შეიცავს ლიპაზასა და ჰიალურონიდაზას. ლიპაზა ცხიმებს შლის, ჰიალურონიდაზა კი - შემაერთებელი ქსოვილის მკვრივ წარმონაქმნებს (ე.ი. ცელულიტს).

დაიხსომეთ! არ შეიძლება წურბლებით მკურნალობა ჰემოფილიით დაავადებულთათვის, ფსიქიკური პრობლემებისა და სიმსივნის დროს.

ჰირუდოთერაპია უნდა დანიშნოს ექიმმა.