როგორ ამოვიცნოთ ანემია გარეგნული ნიშნებით - კვირის პალიტრა

როგორ ამოვიცნოთ ანემია გარეგნული ნიშნებით

ანემიისთვის დამახასიათებელია სისხლში ჰემოგლობინის ან სისხლის წითელი სხეულაკების დაბალი მაჩვენებელი. კლინიკურად ანემია შეიძლება გამოვლინდეს: ზოგადი სისუსტით, ადვილად დაღლილობით, ძილიანობით, თავბრუსხვევით, თავის ტკივილით, გულისცემის გახშირებით, არტერიული წნევის დაქვეითებით, მძიმე შემთხვევაში - გულის წასვლით.

სისხლში ჰემოგლობინის დაქვეითება წარმოადგენს ორგანოებსა და ქსოვილებში რკინის უკმარისობის ირიბ ნიშანს. შესაბამისად, ვლინდება შემდეგი სიმპტომები: ფრჩხილის ფირფიტების ცვლილება (ის ხდება მტვრევადი, იფიტება, შრევდება), კანის სიმშრალე, ტუჩის კუთხეების მტკივნეული ნახეთქები, თმის ცვენა ან მისი ზრდის შენელება, გემოს დარღვევა (საკვებად დაუშვებელი ნივთიერებების - ცარცი, კბილის ფხვნილი, ნახშირი, მიწა, თიხა, ქვიშა და უმი პროდუქტების - ბურღულეული, ცომი, ფარში - მიღების სურვილი), ყნოსვის დაკარგვა (აცეტონის, ფრჩხილის ლაქის, ნაფტალინის, მანქანის გამონაბოლქვის ყნოსვის სურვილი). შესაძლებელია უმიზეზო სუბფებრილიტეტი, 37-37,50С ფარგლებში. ჰემოგლობინის ნაკლებობისას გარეგნულად ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს კანის საფარველისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე. В12 ვიტამინის ნაკლებობისას ხდება ენის ლორწოვანი გარსის ტიპური ცვლილება, ე.წ. გლოსიტი - პრიალა, მკვეთრად წითელი, მტკივნეული ენა, კიდურების დაბუჟება.

ზოგიერთი ფორმის ანემიებისას, ერითროციტების მომატებული დაშლის გამო, კანის საფარველმა შეიძლება მიიღოს მოყვითალო ელფერი.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.