ახალგაზრდობის ელექსირი - კვირის პალიტრა

ახალგაზრდობის ელექსირი

მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში გვეხმარება ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტი, რომელიც ებრძვის

დროს, ცუდ ეკოლოგიას და სტრესს.

ახალგაზრდობისა და სილამაზის დიდი მტერია თავისუფალი რადიკალები, რომლებიც ჟანგავენ და შლიან უჯრედისებს, არღვევენ შიდაუჯრედების ბალანსს, აჩქარებენ ორგანიზმის დაბერებას. სამწუხაროდ, ამას ხშირად თავად ვუწყობთ ხელს მავნე ჩვევებითა და გაუაზრებელი მოქმედებით. მაგალითად: ნამზეური ზრდის თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, სიგარეტი, ტოქსინები შიგნიდან შლის ორგანიზმს... თავისუფალ რადიკალებთან საბრძოლველად და სილამაზის შენარჩუნებაში დაგვეხმარება ანტიოქსიდანტებით, A, E, C ვიტამინებითა და სელენით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს.

A ვიტამინს შეიცავს ყვითელი, წითელი და ნარინჯისფერი ხილ-ბოსტნეული, E ვიტამინს - მარცვლეული, ფსტა (ფუსტუღი), ზეთისხილი, მცენარეული ზეთები, C

ვიტამინს - ციტრუსები, ქაცვი, შტოში, ტკბილი წიწაკა და მწვანილი. სელენი ამაგრებს ორგანიზმის უჯრედებს. მას შეიცავს ბრინჯი, რძე, ღვიძლი, სოკო და საფუარი.