სილამაზის რაციონი - კვირის პალიტრა

სილამაზის რაციონი

რა ხერხს აღარ მიმართავენ ქალები კანის სილამაზის შესანარჩუნებლად: კრემებს, ლოსიონებს, პლასტიკურ ოპერაციებს, კოსმეტოლოგებს და სხვ. მაგრამ ავიწყდებათ, რომ

კანის ახალგაზრდული იერი და სილამაზე უშუალოდ უკავშირდება კვებას. სწორად შერჩეულ საკვებს მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე კოსმეტიკურ პროცედურებს. ქალებს ყველაზე მეტად აწუხებთ მუწუკები, კანის სიწითლე, სიმშრალე (აქერცვლა), რომელიც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული საკვების უკმარისობამ, ან პირიქით, სიჭარბემ.

მაგალითად, ვინც სადილად მიირთმევს სწრაფი კვების პროდუქტს - სოსისსა და ფუნთუშას, ვახშმად კი ჩიფსებს, გასუქებასაც უნდა ელოდოს, კანის პრობლემებსაც, თმისა და ფრჩხილების მტვრევასაც. არცაა გასაკვირი, ორგანიზმი ხომ არ იღებს სასარგებლო ვიტამინებსა და უჯერ ცხიმოვან მჟავებს. ამის გამოსწორება შეიძლება, თუ მიიღებთ დღეში 2 ჩ/ჭ ვიტამინებით მდიდარ ახალგამოწურულ წვენს. უჯერ ცხიმოვან მჟავებს კი შეივსებთ, თუ რაციონში გექნებათ ორაგული, სკუმბრია, ძროხის ხორცი, ნიგოზი, სელის ზეთი და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ თევზის ქონსაც (კაფსულები აფთიაქებში იყიდება) დალევთ.