რჩევები ჰიპოტონიკებისთვის - კვირის პალიტრა

რჩევები ჰიპოტონიკებისთვის

თუ სწრაფად იღლებით, ხშირად გტკივათ თავი, ზოგჯერ გული მიგდით, გაიზომეთ წნევა და თუ დაბალი აღმოჩნდა, ჰიპოტონია გქონიათ. წნევა რომ დაარეგულიროთ,

დილა დაიწყეთ კონტრასტული შხაპით, რომელიც გააუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, გაამაგრებს სისხლძარღვებს, შეგმატებთ მხნეობას; იარეთ ფეხით, იცურავეთ, ივარჯიშეთ და თავს უკეთესად იგრძნობთ.

არ დაგავიწყდეთ ბუნებრივი მასტიმულირებელი საშუალებები - ელეუტეროკოკის, ლიმონურას, ჟენშენის ნაყენი (1ჩ/კ მცენარე: 1ჩ/კ მლაშე წყალი), ან შეიძინეთ აფთიაქში მზა ნაყენი, დალიეთ ფინჯანი ყავა, დააყოლეთ პატარა ყველის ნაჭერი და თავს უკეთ იგრძნობთ. თუმცა, უმჯობესია, თვითმკურნალობის დაწყებამდე, კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.