"ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა"
04-12-2017
"ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა"

ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების შემსწავლელი ევროპის სასწავლო­ ცენტრის კვლევებით, საქართველოში არასრ­ულწლოვნებში ალკ­ო­ჰოლიზმის მაჩვ­ენებელი საგანგაშოა. კვლევაში 18 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. მეათე­კლასელ მოსწავლეთა 40% ღვინოს­ ეტანება, 36% - ლუდს, 30% - სპირტიან სასმელებს და 14% - სხვა დანარჩენს. კანონით 18 წლამდე პირზე ალკოჰოლური სასმელის მიყიდვა იკრძალება, მაგრამ კანონი მხოლოდ ქაღალდზე რჩება. რით არის განპირობებული არასრულწლოვნებში ალკოჰოლის მოხმარება, ამ საკითხზე ნარკოლოგიური ბიუროს­ ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი გური მენაბდიშვილი­ გვესაუბრება:

- ალკოჰოლის მოხმარების
ასაკი გაახალგაზრდავდა. ამის ერთ-ერთი­ მიზეზი არის მენტალური, ტრადიციული ფაქტორი.­ ოჯახში ასეთი მიდგომა - "მამა, დაცალე ყანწი" - უნდა შეიცვალოს, მეორეა ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა. ჩვენში ალკოჰოლიზმის პრობლემა­ უფრო მძაფრად დგას, ვიდრე ნარკომანიისა.

- რა ფსიქოლოგიურ გართულებებს იწვევს ალკოჰოლის მიღება მოზარდებში?
- ალკოჰოლი ფსიქიკას ანადგურებს. უამრავ ჰორმონალურ ცვლილებას
იწვევს­. როდესაც ორგანიზმი ეჩვევა ალკოჰოლს, თავის ტვინის ემოციაზე პასუხისმგებელი ნაწილი პრაქტიკულად უმოქმედო ხდება, თუ არ მოიხმარა ალკოჰოლის დოზა. შესაბამისად, ჰორმონების გამოყოფაც მის მიღებაზეა დამოკიდებული.
ზრდასრული ადამიანი ემოციების­ ადაპტირებას ახდენს, მაგრამ არასრ­ულწლოვ­ნისთვის ეს საშიშია.
იწყება სწავლისა და ინტელექტის პრობლემები... განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა რეგიონებში, სადაც დასაქმების დაბალი მაჩვენებელია. ალკოჰოლიზმის მკურნალობა ტარდება ნარკოლოგიურ სტაციონა­რებში, რეგიონებში კი ეს სერვისი არ არსებობს.

ალკოჰოლიზმისგან განკურნება ძალიან­ ძვირი ჯდება, ამიტომ უნდა გაიზარდოს­ უფასო პროგრამების მასშტაბი, რათა სახე­ლ­მწიფოს ხარჯზე მეტ ადამიანს შეე­ძლოს მკურნალობა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელიწადში საქართველოს ოჯახებში 40.548 ტონა ღვინო­ და 2.227 ტონა არაყი ისმება.

ლელა სტურუა, დაავადებათა კონტრო­ლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი:
- კანონით 18 წლამდე პირებისთვის ალკოჰოლის მიყიდვა იკრძალება­, თუმცა, ჩვენში ყოველ მეორე ოჯახს აქვს შინ სასმელი.
ღვინის ქვეყანაში რთულია ვითარების შეცვლა, ყოველ ნაბიჯზე სასმლის რეკლამაა. მთავარია, კანონი კანონობდეს, ასევე მნიშვნელოვანია ადამიანების ინფორმირებულობა - რას იწვევს ალკოჰოლიზმი.

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ, ვებრძოლოთ ამ პრობლემას. საჭიროა, სკოლაში ჯანმრთელობის ხელშემწყობი­ საგნის შემოღება, სადაც თამბაქოს, ალკოჰო­ლსა და სხვა მავნე ჩვევებს გააცნობენ ბავშვებს...
ნარკოლოგების დაკვირვებით, აგვისტოს ომის შემდეგ განსაკუთრებით მოიმატა და საგანგაშო გახდა ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი. ეს ომის სტრესით იყო გამოწვეული. მაშინ უფრო ძვირი ღირდა ალკოჰოლი, ვიდრე კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი და ალკოჰოლის­ ბევრი მომხმარებელი შეუერთდა ნარკოტიკების მომხმარებლებს. ალკოჰოლიზმის პრობლემა ნარკომანიაზე არანაკლებ მწვავეა, თუმცა ეს საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. ვიდრე სკოლებში საინფორმაციო პროგრამები დაიწყება, მინდა, ყველა მშობელს ვუთხრა­, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს არასრულწლოვანს ალკოჰოლის მომხარებამ - აზიანებს თითქმის მთელ ორგანოთა სისტემას: ღვიძლის პათოლოგიები, ალკოჰოლური გასტრიტი - კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადება, იშემიური ინსულტი, კუნთოვანი სისტემის დაავადება (კუნთების ანთება, თირკმლის მწვავე უკმარისობა), იმუნური სისტემის დეპრესია, რის შედეგადაც ვითარდება ტუბერკულოზი, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, სიმსივნური დაავადებები, მამაკაცებში რეპროდუქციული სისტემის მოშლა და ა.შ. საჭიროა უფრო მეტი ინფორმაცია და სახელმწიფოსგან ყურადღების გამახვილება ალკოჰოლიზმზე, როგორც მწვავე პრობლემაზე.

საზოგადოებისა და სახელმწიფოს ყურადღება ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისკენ არის მიპყრობილი, ამასობაში კი ალკოჰოლის არასრულწლოვან მომხმარებელთა რიცხვი მატულობს...

ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი

ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი აღმოჩენილია მხოლოდ იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში დიდი რაოდენობით იღებდნენ ალკოჰოლს. ეს პათოლოგია ალკოჰოლის მომხმარებელ ქალთა შვილების 13%-ს აღენიშნება. ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი მოიცავს ბავშვის წონასა და ზრდაში ჩამორჩენას, გონებრივ ჩამორჩენილობას, ქცევით დისფუნქციას, მიკროცეფალიას, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას, აგზნებადობას. ეთანოლი ადვილად აღწევს ნაყოფში. ახალშობილს არა აქვს ამ ნივთიერებების მეტაბოლიზმის ეფექტური სისტემა და ისინი ხანგრძლივი დროით რჩებიან ბავშვის ორგანიზმში.

ნინო წიფურია
546
13 დეკემბერი 2017 12:50
"მამა, დაცალე ყანწი".ეგ უფრო არატრადიციულია.პრობლემა სულ სხვაგანაა... თანამედროვეობის ლოზუნგით ყველამ აიშვა თავი.ღამის კლუბები და ბარები ბავშვებით არის გადაჭედილი.ტრადიციულად ქალის სიმთვრალე სირცხვილი იყო.დღეს რეკლამას უკეთებენ. გათახსირებული “ცნობილები“ (სადუნიშვილები და მისთანები) როგორი სიამაყით ყვებიან “სახალისო“ თავგადასავლებს.ზუსტად ტრადიციის დაკარგვას მივყავართ კატასტროფამდე.აღარაფერი აღარ ითვლება სირცხვილად.მორალი დაიკარგა.ე.წ. მოდური სასმელები ,სპეციალურად დიდი რაოდენობით შაქარს და გრადუსს შეიცავს,სიტკბო გრადუსის, ალკოჰოლის აღქმის უნარს აქვეითებს.მსუბუქი სასმელის ილუზიას ქმნის.ამიტომ დიდ დოზას იღებ.რაც მომავალში დამოკიდებულებას იწვეს.ტრადიციულად საქართველოში, არყით და მაღალ გრადუსიანი სასმელით ქეიფი კაცისთვისაც სირცხვილი იყო.დაბადებიდან ბავშვს “მუხრუჭები“ სჭირდება.ეს არის ვალდებულება ოჯახის და სამშობლოს წინაშე.თავის საქციელზე პასუხისმგებელი უნდა იყოს.სირცხვილის ,ღირსების და პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გამოუმუშავდეს.ბავშვისთვის ჩაგონება,რომ “მართალია ისევ იფსავ ლოგინში,მაგრამ თუ უკვე ამით ამაყობ,პრობლემა მოხსნილია“ , დამრუპველია.ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაში უნდა ჩაიდოს ფული და არა ჩამპალი ნარკომანების რეაბილიტაციაში.სანამ “ავად“ გახდებოდნენ,ჯანმრთელები იყვნენ.მათი არჩევანია.დღესაც “კაიფის“ უფლებას ითხოვენ.სანამ ჯანი აქვთ იკაიფებენ.მერე ნაცემი ძაღლების პოზაში დადგებიან და ღირსეულ მკურნალობას ითხოვენ. მაშინ როცა,ამდენი ავადმყოფი ბავშვში და ღირსეული ქართველი გვეხოცება უსახსრობით.მაგრამ უნამუსოს რა უნდა მოკითხო...

რედაქტორის რჩევით