ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

- ფეხშიშველა სიარული ხელს უშლის ასაკობრივი ბრტყელტერფიანობის განვითარებას, რომელიც დაკავშირებულია წონის მომატებასთან, კოჟრების წარმოქმნას,

ფეხების ოფლიანობას, აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას. ფეხშიშველა სიარული საჭიროა წლის ნებისმიერ დროს. დაიწყეთ 5-10-წუთიანი სიარული იატაკსა და ხალიჩაზე (7-10 დღის განმავლობაში), შემდეგ თანდათან გაზარდეთ დრო 30-40 წუთამდე (30-40 დღის განმავლობაში). ზაფხულში ფეხშიშველა იარეთ ცვრიან ბალახზე, სველ და ასევე სხვადასხვა ტემპერატურის მშრალ სილაზე. რეგულარულად იარეთ ფეხშიშველა დილის საათებში და ძილის წინ. ამის შემდეგ კარგია ფეხების კონტრასტული აბაზანა (ცხელი წყალი - 37ო ც, ცივი წყალი - 26-30ო ც), 1-2 დღის შემდეგ გაზარდეთ ცხელი წყლის ტემპერატურა 42 გრადუსამდე, ცივისა პირიქით, დასწიეთ 18-20 გრადუსამდე.

- მეხსიერება ხშირად უქვეითდებათ არა მარტო მოხუცებს, არამედ ახალგაზრდებსაც სტრესის, გადაღლილობისა და ყოფითი პირობების გამო.

მეხსიერების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ პირველ რიგში სწორი კვება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მეხსიერების დაქვეითებას იწვევს ორგანიზმში თუთიის, კალციუმის, მაგნიუმის ნაკლებობა. თუთიას შეიცავს ძროხის ხორცი და ღვიძლი, კვერცხი, წიწიბურა, ყველი...

მაგნიუმითა და კალციუმით მდიდარია ლობიო,  ჭარხალი, გარგარის ჩირი, ქიშმიში, კაკალი და ყველა სახის მწვანილი. გირჩევთ, ყოველდღე მიიღოთ ეს პროდუქტები.

გარდა ამისა, ავარჯიშეთ მეხსიერება: ისწავლეთ ზეპირად ლექსები, იკითხეთ წიგნები, შეავსეთ კროსვორდები, ამოხსენით ამოცანები, შარადები ან ისწავლეთ რომელიმე უცხო ენა.

- სტრესი ორგანოების საპასუხო რეაქციაა ჩვენი ცხოვრების ამა თუ იმ ნეგატიურ მოვლენაზე. მართალია, მას ვერ გავექცევით, მაგრამ შეიძლება დავძლიოთ... შეეცადეთ, თუნდაც მცირე დროით, დაივიწყოთ პრობლემა, ისეირნეთ ქუჩაში, პარკში, დაათვალიერეთ გამოფენა, უყურეთ მხიარულ ფილმს, წაიკითხეთ საინტერესო წიგნი, გაუზიარეთ თქვენი განცდები ახლობელს და თავს კარგად იგრძნობთ. გულხელს ნუ დაიკრეფთ, ეცადეთ, პრობლემებს შეხედოთ ობიექტურად და ცივი გონებით... და ცხოვრება შეცვალოთ უკეთესობისკენ...

"აიფ" ზდოროვიე