ფეხით სიარული - ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კომპონენტი - კვირის პალიტრა

ფეხით სიარული - ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კომპონენტი

ხშირად გვსმენია, რომ ფეხით სიარული სასარგებლოა ჩვენი სხეულისთვის, ორგანიზმის უკეთ მუშაობისთვის, თუმცა ამასთანავე, ფეხით სიარული მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანმრთელობისთვის.

ექიმების რჩევაა, რომ რაც შეიძლება მეტი ვიაროთ ფეხით, სასურველია, დილა-საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა, რადგან ეს უკანასკნელი დადებით გავლენას ახდენს არა მხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე, არამედ შინაგანი ორგანოებისა და ნერვული სისტემის ფუნქციებზეც.

მართალია, დღეს არსებული საქმიანობების შესრულება ადამიანთა უმეტესობას მჯდომარე პირობებში უწევს, თუმცა ასეთ დროსაც უნდა მოხერხდეს სხულის ფიზიკური დატვირთვა.

დიეტოლოგების რჩევით ფეხით სიარული ერთერთი მნიშვნელოვანი პირობაა წონაში დაკლებისთვის, თუმცა ამას გარდა, სიარულს შეუძლია არა მხოლოდ კუნთების, არამედ ტვინის საქმიანობის სტიმულირებაც.

კვლევით დადგინდა, რომ ფეხით სიარული დადებითად მოქმედებს ნერვულ უჯრედებზე და ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს აქვეითებს.

კანადელი მკვლევარების აზრით, 30 წუთიანი ფიზიკური აქტივობა კვირაში 5 დღე მნიშვნელოვნად ამცირებს გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

სირბილსა და ვარჯიშთან შედარებით, სიარულის დროს ორგანიზმი ნაკლებად იტვირთება, სახსრებიც ნაკლებად ზიანდება და კუნთებიც არ იჭიმება.

ცნობილი ფიტნეს ინსტრუქტორის ჯოლინ ჯაკელის თქმით, "ის, რაც მიყვარს სიარულში, არის, რომ ამის გაკეთება ყველას შეუძლია ნებისმიერ ასაკში, ამას გარდა, ის კარგია თქვენი გულისთვის, თავისთვის და თვქენი საფულესთვის".

ორეგონის შტატის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ფეხით სიარული უკეთესი ძილის საწინდარია ღამით, დღის განმავლობაში კი ყურადღების მობილიზებისთვის.

ფეხით სიარულის დროს გამოიყოფა ენდორფინები, რომელიც ხელს უწყობს პოზიტიურ განწყობას და დეპრესიის განმუხტვას.