"ნუ ეცდებით ბავშვების თვითმკურნალობას"
"ნუ ეცდებით ბავშვების თვითმკურნალობას"
"ყურის ტკივილგამაყუჩებელი წვეთები ზოგჯერ შეიძლება საზიანო იყოს ბავშვისთვის"

ბავშვები ყველაზე იოლად ცივდებიან, ყველაზე ხშირად სტკივდებათ ყური...რა სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ ოტორინოლარინგოლოგს, ყელ-ყურ-ცხვირის რომელი დაავადება გვხვდება ყველაზე ხშირად, ამ და სხვა საკითხებზე მივმართეთ ოტორინოლარინგოლოგ ქეთევან მამულაშვილს.

- ოტორინოლარინგოლოგი არის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა სპეციალისტი, შესაბამისად, ოტორინოლარინგოლოგთან მიმართვა საჭიროა ყელის, ყურისა და ცხვირის ჩივილების დროს, ასევე ზოგჯერ ისეთი სიმპტომების არსებობისას, როგორიც არის თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სახის არეში ტკივილი, ხველა. ოტორინოლარინგოლოგიას მიეკუთვნება ხორხის დაავადებებიც. ბავშვები
ყველაზე იოლად ცივდებიან. უფრო სწორად, მიდრეკილნი არიან ვირუსული დაავადებებისკენ, რადგან მათ ორგანიზმს არა აქვს იმუნიტეტი სხვადასხვა დაავადების მიმართ. რაც შეეხება ხშირად ყურის ტკივილს, ეს განპირობებულია ბავშვთა ასაკის ანატომიური თავისებურებით. ყურის ცხვირ-ხახასთან დამაკავშირებელი ევსტაქის მილი ბავშვთა ასაკში უფრო ფართოა, ჰორიზონტალური მდებარეობის, ამიტომ ცვირ-ხახიდან ინფექცია უფრო იოლად
ხვდება შუაყურში. ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირია შუაყურის ანთება, ნაზოფარინგიტი, ცხვირ-ხახის ლიმფოიდური ქსოვილის ჰიპერპლაზია (ზომის მომატება) - ადენოიდური წანაზარდები, ადენოიდიტი - ამ წანაზარდების ანთებითი დაზიანება, ხახის ლიმფოიდური ქსოვილის ჰიპერპლაზია, ჰიპერტროფია (ზომის მომატება).

- რა არის ადენოიდები, რა ასაკში შეიძლება გაუჩნდეს ბავშვს და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს?

- ადენოიდები არის ცხვირ-ხახის ლიმფოიდური ქსოვილი, ხახის ლიმფოიდური რგოლის ნაწილი. ლიმფოიდური რგოლი არის რეტიკულურ-ენდოთელიარული სისტემის ნაწილი, რომელიც ემსახურება ორგანიზმის იმუნურ სისტემას. აქედან გამომდინარე, ადენოიდები მონაწილეობს ორგანიზმის დაცვაში. ზემოთ ხსენებული ლიმფოიდური რგოლი წამყვან როლს ასრულებს ორგანიზმის იმუნურ მექანიზმებში ერთი წლის ასაკიდან სქესობრივი მომწიფების პერიოდის დასაწყისამდე. ფიზიოლოგიურად 3-დან 5 წლამდე ეს არის პერიოდი, როდესაც ადენოიდების და ხახის ნუშურების ზომა პიკს აღწევს.
მეტისმეტად გადიდებული ადენოიდური წანაზარდები აფერხებს სუნთვას, რასაც მოსდევს სახის დეფორმაცია, გამომეტყველების ცვლილება, ყალიბდება ე.წ. ადენოიდური სახე, ირღვევა თანკბილვა. სუნთქვის პროცესის დარღვევა უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ნერვულ სისტემაზე, ფიზიკურ განვითარებაზე, ირღვევა ძილის პროცესი, იზღუდება ფიზიკური აქტივობა.

- განასხვავებენ ადენოიდების გადიდების რამდენიმე ხარისხს. რას ნიშნავს ეს?

- ადენოიდების გადიდების ოთხი ხარისხი არსებობს: პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. ხარისხი განისაზღვრება იმის მიხედით, თუ რამდენად იწვევს ისინი ქოანების - ცხვირის უკანა გასავლის - ობსტრუქციას. მესამე და მეოთხე ხარისხის გადიდება იწვევს ისეთ ჩივილებს, როგორიცაა სუნთქვის დარღვევა, ღამის აპნოე, ხვრინვა, შუა ყურის ხშირი ანთებები, ხშირი სინუსიტი - ცხვირის დანამატი წიაღების ანთება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მათი მკურნალობა: თერაპიული ან საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციული.

- როგორ მკურნალობენ ადენოიდებს? და საჭიროა თუ არა მკურნალობა?

- მესამე და მეოთხე ხარისხის გადიდების დროს საჭიროა მკურნალობა, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს იწვევს სხვადასხვა დარღვევას. არსებობს მკურნალობის ორი მეთოდი: თერაპიული და ქირურგიული. თუ თერაპიული მკურნალობა არაეფექტურია, მაშინ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა - ადენოტომია.

- თუ ბავშვს უეცრად ხმაურიანი სუნთქვა დაეწყო, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა, უმეტესწილად, გამოწვეულია ლარინგოსპაზმით, რომელიც ხშირად ვითარდება მწვავე რესპირატორული დაავადების - პარაგრიპის ფონზე. შესაძლო მიზეზად მიიჩნევენ აგრეთვე სასუნთქ გზებში მოხვედრილ უცხო სხეულსაც.

- რა არის ქრონიკული ტონზილიტი და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მას?

- ქრონიკული ტონზილიტი ხახის ლიმფოიდური ქსოვილის ქრონიკული ანთებაა. იგი გამოვლინდება ხშირი ანგინით. თუმცა ქრონიკული ტონზილიტი იშვიათად შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს. დიაგნოზს სვამენ პაციენტის ჩივილების მიხედვით, აგრეთვე - ნუშისებრი ჯირკვლის ქსოვილის სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით.
არანამკურნალევი ქრონიკული ტონზილიტი, შესაძლოა, გახდეს რევმატიული ცხელების, გულის დაავადების, თირკმლის დაავადების მიზეზი.

- როდის ვითარდება შუა ყურის ანთება და რა სიმპტომები ახასიათებს?

- შუა ყურის ანთება ვითარდება ცხვირ-ხახაში ინფექციური პროცესების მიმდინარეობისას. ანთებითი პროცესი ცხვირ-ხახიდან ევსტაქის მილის გავლით გადადის შუა ყურში. ამის ხელშემწყობი ფაქტორები შესაძლოა, იყოს: ბავშვთა ასაკი, ანატომიური თავისებურება, გარკვეულწილად ცხვირის გამოსუფთავების პროცესი, გადიდებული ადენოიდური წანაზარდები და ა. შ. შუა ყურის ანთებას ახასიათებს: ტკივილი ყურის არეში, სმენის დაქვეითება, ხმაური ყურში, ტემპერატურის მომატება.

- ხშირად მშობლები თვითნებურად აწვეთებენ ბავშვებს ყურში ტკივილგამაყუჩებელ წვეთებს. რა საშიშროება არსებობს ამ დროს?

- მართალი ბრძანდებით, ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები, რაც დაუშვებელია. ყურის ტკივილგამაყუჩებელი წვეთები ზოგჯერ შეიძლება საზიანო იყოს ბავშვისთვის.
კერძოდ, თუ დაფის აპკი პერფორირებულია, ანუ მთლიანობა დარღვეულია და თქვენ მოიხმართ წვეთებს, რომლის ჩაწვეთება არ შეიძლება ამ სიტუაციაში, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს ბავშვის სმენის დაზიანება. ამიტომ მშობლებს ვურჩევ, მიმართონ ექიმს და ნუ ეცდებიან ბავშვების თვითმკურნალობას.

ანა ყარალაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები