სილამაზის სალონი - კვირის პალიტრა

სილამაზის სალონი

მშრალი სახის კანის დროს: 50 გ საფუარს დაამატეთ 1/2 ჭიქა თბილი რძე და ცოტა მცენარეული ზეთი, ცხიმიანი კანის დროს - 30%-იანი წყალბადის ზეჟანგი აურიეთ და

წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ბანანის ნიღბები: 1. დასრესილ ბანანს დაამატეთ 1 ჩ/კ რძე და წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2. დასრესილ ბანანს დააუმატეთ კარტოფილის ფქვილი, კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე. 25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მცირე ნაოჭებს ასწორებს: 1. 5 გ კრაზანას ყვავილს დაასხით ცოტა სიმინდის ან მზესუმზირის ზეთი, 2 კვირა გააჩერეთ ბნელ და გრილ ადგილას. გაწურეთ და გაიკეთეთ ნიღაბი. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2. დასრესილ მოხარშულ ლობიოს დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი, მცენარეული ზეთი და წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კიტრის ნიღაბი. წვრილად გახეხილ კიტრს დაამატეთ 4-5 წვეთი ლიმონის წვენი და წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი მოიშორეთ გრილი წყლით.