ჩემი სასწაულმოქმედი მალამო - კვირის პალიტრა

ჩემი სასწაულმოქმედი მალამო

ძვირფასო რედაქცია. მე თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ვარ და განსაკუთრებით მიყვარს გვერდები მედიცინაზე. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გულწრფელი სიყვარული მალამო "ფიტომალის" მიმართ.

მე როგორც მოქმედი აქტიური ალპინისტი ხშირად ვარ ექსტრემალურ სიტუაციაში და ასევე ხშირად ვიღებ სხვადასხვა სახის ტრავმებს, ჭრილობებსა თუ დაჟეჟილობებს. მზისგან დამწვრობა და ტუჩების დახეთქვა ხომ ალპინისტებისთვის საშინელებაა. ბევრი მალამო გამომიყენებია, მაგრამ რამდენიმე წელია მივაგენი მართლაც უნივერსალურ და სასწაულმოქმედ მალამო "ფიტომალს".

ზოგს შეიძლება გადაჭარბებულად ეჩვენოს, მაგრამ მწვერვალზე ასვლისას, როცა ვიცი, რომ "ფიტომალი" თან მაქვს, თავს წარმოუდგენლად მშვიდად და უშიშრად ვგრძნობ ჯანმრთელობის კუთხით. მალამო "ფიტომალის" მიმართ იმხელა ნდობა გამიჩნდა, რომ ის ერთადერთი პრეპარატია, რომელსაც პრაქტიკულად ყველაფერზე ვხმარობ. მაგ., სურდოს დროს, თავის ტკივილისას, ჭრილობისას, დამწვრობაზე, დაჟეჟილობის დროს, ნაღრძობზე;

თქვენ წარმოიდგინეთ კიდურებზე მალამოს წასმა მოყინვისგან მიცავდა. იმდენად ვენდობოდი, რომ დამაინტერესა თუ სად გადიოდა "ფიტომალის" შესაძლებლობების ზღვარი და ექსპერიმენტების ჩატარებაც კი დავიწყე. ყველა სიტუაციაში შედეგი მართლაც გამაოგნებელი იყო. მწვერვალზე ასვლისას, როცა თითოეულ ზედმეტ გრამს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, "ფიტომალს" არასოდეს ვიცილებთ, ამიტომ იგი არაერთ მწვერვალზე აგვიტანია. ასე რომ, "ფიტომალი" ჩვენთან ერთად მართლაც მწვერვალებს იპყრობს.

ახლა ზღვის სეზონია და მინდა რჩევა მივცე გარუჯვის მოყვარულებს. გარუჯვის მოყვარულთ ხშირად ზედმეტი მოსდით და იღებენ დამწვრობას. ასეთ შემთხვევაში "ფიტომალი" შეუდარებელია. ის სწრაფად მოგიხსნით ტკივილს და აგაცილებთ შემდგომ გართულებებს. ეს მე ზღვაზეც და მთაშიც არაერთხელ გამომიცდია.

არ მინდა, ძალიან გამიგრძელდეს, რადგან თქვენი გაზეთის რამდენიმე გვერდიც არ მეყოფოდა ყველა იმ შემთხვევის აღსაწერად, რომლებიც ამ მალამოსთან “მეგობრობისას” გადამხდენია.

მე არ ვიცი "ფიტომალი" საგვარეულო წამალია თუ ვინმემ შექმნა, მიუხედავად ამისა, მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ამ შესანიშნავი პრეპარატის მიმართ.