"დიდი წმენდა" - კვირის პალიტრა

"დიდი წმენდა"

ცუდი ეკოლოგია, უვარგისი საკვები, წყალი, სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვ. ხელს უწყობს ორგანიზმში მავნე ნივთიერებების დაგროვებას და  საჭირო ხდება ამ "მავნებლებისგან" გაწმენდა.

ორგანიზმის გაწმენდა უნდა დაიწყოთ კუჭ-ნაწლავის გაწმენდით, რადგან სწორედ აქ გროვდება მთელი ორგანიზმის "ნარჩენები" და არ დავუშვათ კუჭის შეკრულობა, რაშიც დაგეხმარებათ ზოგიერთი ხალხური საშუალება.

1. ჭამეთ ბევრი ნესვი. თუ ნესვთან ერთად არ მიიღებთ სხვა პროდუქტს, ორგანიზმი საუკეთესოდ გაიწმინდება.

2. დილით, უზმოზე ან საღამოს, ძილის წინ დალიეთ 1 ს/კ მზესუმზირის ზეთდამატებული 1 ჩ/ჭ კეფირი.

3. კვირაში 2-3-ჯერ ჩაიტარეთ ჩვეულებრივი წყლით გაწმენდა. ყოველ 3 საათში ერთხელ სვით 1 ჩ/ჭ წყალი, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.

4. კარგად წმენდს ორგანიზმს სტაფილოს, ნიახურისა და კარტოფილის წვენის ნარევი.

5. დღეში 2-ჯერ ჭამეთ თითო ს/კ 300-300 გ ლეღვის, შავი ქლიავის, ჭერმის ჩირის და 100 გ თაფლის ნარევი, შავი პურის ნაჭერი და დააყოლეთ 1 ჩ/ჭ ანადუღარი ცივი წყალი. ნარევი შეინახეთ მაცივარში.

6. დილით აადუღეთ ღამით აღებული წყალი, ჩაასხით 250 გ ბოთლში, გააგრილეთ და უზმოზე დალიეთ ნელ-ნელა, ყლუპობით. ეს იწვევს კუჭის სწრაფად დაცლას. თუ ყოველდღე უზმოზე დალევთ წყალს, ერთი თვის შემდეგ ნაღვლის ბუშტი გაგისუფთავდებათ ქვებისგან, გაიწმინდება თირკმლების სადინარები და მსხვილი ნაწლავი.

7. 1 ჩ/ჭ დაჭრილ ოხრახუშსა და გახეხილ ფესვებს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 1 დღე-ღამე გააჩერეთ და სვით ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ ყოველ დილით 10 დღის განმავლობაში. 2 დღის შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.

8. 3 ს/კ ბრინჯი (უმჯობესია მუქი ფერის) მოწალეთ. დილით დალიეთ 1 ჩ/ჭ წყალი და ნახევარი საათის შემდეგ ჭამეთ ბრინჯი. 4 საათი არაფერი ჭამოთ და არც დალიოთ. პროცედურა გრძელდება ერთი კვირა.

9. მიკროელემენტებითა და ორგანული მჟავებით მდიდარი ვაშლის ძმარი მონაწილეობს რა ნივთიერებათა ცვლაში, საუცხოოდ წმენდს ორგანიზმს. დღეში 3-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში, მიიღეთ 1-2 ჩ/კ ვაშლის ძმარი ჩაისთან ერთად (შაქრის ნაცვლად შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი). ერთი თვის შესვენების შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ.

10. კარგია, თუკი ორგანიზმი იწმინდება ბუნებრივი საშუალებებით:

- ჭამეთ მეტი ახალი ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები მიიღეთ ბუნებრივი პროდუქტებით (მაგ. ტკბილეული შეცვალეთ თაფლით). შეამცირეთ ცომეული, ტორტი, კანფეტი. მიიღეთ უცხიმო ხორცი, თევზი - კვირაში ერთხელ მაინც, ჭამეთ მაშინ, როდესაც შიმშილს იგრძნობთ.

- სვით უგაზო წყალი დღე-ღამეში არანაკლებ 2-2,5 ლ. საუზმემდე 30 წუთით ადრე 1 ჩ/ჭ წყლის დალევა ხელს უწყობს შხამებისა და წიდების გამოდევნას.

- დიდი ფიზიკური დატვირთვის დროს შეგიძლიათ მეტი საკვები მიიღოთ.