საინტერესოა
წამალი უნდა დალიოთ ოთახის ტემპერატურის წყლით. თუმცა ზოგიერთი წამლის მიღება ითვალისწინებს სხვა მოთხოვნებს. მაგალითად:
- ასპირინს და აცეტილსალიცილის მჟავის შემცველ წამლებს სვამენ ჭამამდე და ჭამის შემდეგ, უნდა დააყოლოთ ბრინჯის ნახარში ან კისელი, რათა კუჭის ლორწოვანას გარსი არ გაღიზიანდეს.
- პარაცეტამოლი და მასზე დამზადებული წამლები უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ წყალთან ერთად. ამ დროს არ შეიძლება მჟავე პროდუქტების მიღება.
- ასკორბინის მჟავა (ჩ ვიტამინი) უმჯობესია მიიღოთ ჭამამდე, რადგან ცილასთან ერთად ორგანიზმი ძნელად შეითვისებს.
- ტეტრაციკლინის ან მისი შემცველი ანტიბიოტიკების მიღებისას, თავი შეიკავეთ რძის ნაწარმისგან (რძის ნაწარმი 80%-ით ამცირებს წამლის მოქმედებას).
- ინდომეტაცინსა და რეზერპინს დააყოლეთ მხოლოდ რძე.
- ყველა სახის კაფსულა მიიღეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.
აკრძალულია: ნებისმიერი აბის ჩაითი მიღება, რადგან ტანინი წამლებთან ერთად იწვევს თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნას.