იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

... წყლის 2%-ის დაკარგვის შემდეგ ადამიანს წყურდება, 6-8%-ის დაკარგვის შემდეგ აქვს გულის წასვლის, გონის დაკარგვის შეგრძნება, 10%-ის დაკარგვის შემდეგ ეწყება ჰალუცინაცია, პირი უშრება და ყლაპვა უძნელდება, 12%-ის უკმარისობის შემდეგ კი იღუპება.

... დედამიწაზე მხოლოდ 3% მტკნარი წყალია, მისი დიდი ნაწილი გაყინულია და მხოლოდ 1,1%-ია სასმელად ვარგისი.

... 400 მლნ-ზე მეტი კაცი ცხოვრობს მცირეწყლიან რეგიონებში, მილიარდამდე მეტს ხელი არ მიუწვდება უსაფრთხო სასმელ წყალზე, 850 მლნ კაცი შიმშილობს სარწყავი წყლის უქონლობის გამო.

... წელიწადში 2 მლნ-ზე მეტი კაცი იღუპება დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებებით.

... უწყლოდ ადამიანს შეუძლია გაძლოს მხოლოდ 3-5 დღე.

... განვითარებად ქვეყნებში დაავადების 75% უვარიგისი წყლით არის გამოწვეული.

... ლოს-ანჯელესში იყიდება მსოფლიოში ყველაზე ძვირიანი წყალი - 1 ლიტრი 90 დოლარი ღირს. ამბობენ, საუკეთესო გემო აქვს და ჩამოსხმულია სპეციალურ, სვაროვსკის კრისტალებით მორთულ ბოთლებში.

... მოზრდილი ადამიანის ორგანიზმის 60-70% წყალია, ბავშვისა 80%, 5 თვის ემბრიონისა - 94%.

... ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 35 ტონა წყალს სვამს, ხოლო წყალსადენის მილებიდან საშუალოდ 420 ჭიქა მარილებს და წიდებს იღებს.